მე მომივიდა ეგრე...
შარშან ნოოემბერში...
ძველ სესხზე 1000 ლარამდე მქონდა დარჩენილი და 2000ლარი დამჭირდა კიდე...
1-2 თვით მჭირდებოდა, მეგობრისთვის უნდა მესესხებინა და ვიფიქრე ბარემ სესხს ავიღებ და მალევე დავფარავ მეთქი...
ხო და მივედი და შევავსე განაცხადი...
და მითვლიან და 2% წინა სესხის გადაფარვის საკომისიოო...
არადა წინა სესხი რომ ავიღე, 1% მქონდა წინსწრების საკომისიო ხელშეკრულებაში...
და ვუთხარი სესხის ოფიცერ გოგონას, 1% მქონდა მეთქი და არაო, გამორიცხულიაო...
გადარეკა ჩემს წინა სესხის ოფიცერთან და იმან დაუდასტურა, მართლა 1%-იაო...
მოკლედ შევთანხმდით და ხელშეკრულება რომ დამზადდება დამირეკეთ მეთქი...
ხო და დამირეკა მეორე დღეს, ხელი მოაწერეთო...
ხო და მივედი და სანამ ხელს მოვაწერდი ვკითხე, გუშინ რო გითხარით წინსწრებით დაფარვის საკომისიო ხო 1%-ია მეთქი და კიო...
მაინც გულმა არ მომითმინა და გადავხედე ხელშეკრულებას და 2% არ წერია?

მივეცი ეს ხელმოუწერელი ხელშეკრულება და აღარ მინდა სესხი მეთქი და აქეთ როჟა დამიკერა, 5 ლარის გულისთვის რატო მაწვალებ და მაცვლევინებო...
და არ გაცვლევინებ, საერთოდ არ მინდა მეთქი...
უბრალოდ მაინც ვერ გავიმეტე და არ დამიფიქსირებია პრეტენზია ოფიციალურად...
და მეორე შემთხვევა წელს იანვარში მომივიდა...
შუა იანვარია და უცბად გადავწყვიტე ESM-ში გამევლო ერთ-ერთი პროფესიული კურსი, 3200 ლარი ღირს მთლიანი კურსი და ნახევარი წინასწარ უნდა დაგეფარა...
ახალი წლის დღეები იყო და არ მქონდა მაგდენი ფული, სესხებითაც ვის მივდგომოდი მაგ დღეებში და მეთქი სესხს ავიღებ მეთქი...
და მივედი თიბისიში...
სესხები დაფარული მქონდა და სხვა ბანკში არც არასოდეს მქონია სესხი...
მაგათთან კიდე 5-6 სესხი მაქვს აღებული და ერთხელაც არ მქონია ვადაგადაცილება ან რამე სხვა დარღვევა...
ხო და შევავსე განაცხადი 1600 ლარზე და უარი მოვიდა...
არადა ხელფასი მაგაზე მეტი მაქვს...
და წინა წელს სულაც 5000 ლარი ქონდათ მოცემული ერთწლიანი და ვადაზე ადრე გადავფარე ეგეც...
ვეუბნები ტიპებს რატო მოვიდა უარი მეთქი და პასუხი არ გამცეს, არ გვაქვს უფლებაო...
ხო და სამსახურში მივწერე კადრებს, ესე და ესეა, ფული მაქვს შესატანი სწავლისთვის და გადამირიცხეთ და ხელფასიდან ჩამომაჭერით მეთქი და გადარიცხეს კიდე კაი... ერთი დღეღა მქონდა დარჩენილი...
მანამდე კიდე 5000 ლარს ვიღებდი ერთწლიანს...
და დამიმტკიცდა და ხელშეკრულებაზე რო ვაწერდი ხელს რაღა მიგრძნო გულმა და ჩავიხედე და წელიწადნახევარზეა თურმა...
1000 ლარით მეტი მიწევდა დაახლოებით...
და შევაცვლევინე, სესხის ოფიცერი ჩემი ახლობელი იყო და ეგ არ იჩალიჩებდა, ეგრე დაუმტკიცეს და არც გადაუხედია ამას...
მერე კი შეცვალეს ეგრევე ბოდიშების მოხდით...
ცუდი ისაა, რომ შემდეგში თუ დამჭირდა ისევ მანდ უნდა მივიდე, სხვა ბანკები უარესები არიან როგორც ვიცი...
უბრალოდ ერთი რამეა მთავარი - უნდა ჩაიხედო ხელშეკრულებაში თორე მერე მიდი და ამტკიცე სხვა რამე მითხრაო, ხელს რო აწერ პასუხისმგებლობაც შენზეა...
This post has been edited by Frankens†ein on 21 May 2014, 13:27
Mens sana in corpore sano...