როდესაც ხალხი ამ იდ ბარათებს აპროტესტებს, იმ მოტივით რომ ეს კონტროლის უპრეცედენტო საშვალებააო.
გამოხტებიან ხოლმე ეს არა სამტავრობოები და რომელ კონტროლზე ლაპარაკობთო, ისე რა არ გაკონტროლებენო?
ტელეფონები ისმინება, საბანკო ანგარიშები კონტროლდება და მეტი კონტროლი რაღა გინდათო.
ამ დროს კიდე ეს არასამთავრობოები პარალელურად კამპანიას აწარმოებენ "ეს შენ გეხება" და ხეისუფლებისგან მოსმენებს აპროტესტებენ
აი ამას ქვია ფარისევლობა და მარიონეტობა.
თუ შეგუებული ხარ კონტროლს და მაგ მოტივით იდ ბარათებს აპრავებ, მაშინ რაღა კამპანიებს აწარმოებ ამ მოსმენების საწინააღმდეგოდ?
ეს ხალხი სხვას კი არაფერს არ ითხოვს, ამ იდ ბარათების ალტერნატივის დატოვებას ითხოვენ, ზუსტად იმ მოტივით რომ ეს არის კონტროლის უპრეცედენტო საშვალებაო.
პ.ს. ამათ კომფორტიც უნდათ და ისიც უნდათ რომ არ აკონტროლონ და მასე არაა. უნდა ამოირჩიოთ, გინდათ კომფორტი? შეეგუეთ კონტროლს, ყველანაირ კონტროლს.
არ გინდათ კონტროლი? მოსმენებთან ერთად იდ ბარათებიც გააპროტესტედ და მოითხოვეთ ალტერნატივის დაშვება.
This post has been edited by tb-seli on 22 May 2014, 21:42