გუშინ კახეთში 74 წლის კაცმა 53 წლის მეუღლე მოკლა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში მოხდა. მკვლელობა მათ საცხოვრებელ სახლში ყოფით ნიადაგზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.
მოკლული თამარი დენტოშვილია. მისი მეზობელი და მეგობარი, ელენე გრიგორიანი აღნიშნავს, რომ ქალი არაერთხელ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, თუმცა იმის გამო, რომ წასასვლელი არ ჰქონდა, ითმენდა
მისგან უამრავ შეურაცხყოფას და ცემას.
„უბედური ადამიანი იყო, მთელი ცხოვრება გაწამებული, ამ მონსტრს შეაფარა თავი იმის გამო, რომ წასასვლელი არ ჰქონდა, ითმენდა მისგან უამრავ შეურაცხყოფას და ცემას, რადგან გასაქცევი არ ჰქონდა, არ რევდა პოლიციას…
ჩვენთან პოულობდა შვებას, უზომოდ კარგი, უბოროტო და პოზიტივით სავსე იყო მიუხედავად ავბედითი ცხოვრებისა, რამდენჯერმე გამოიყენა იმ სატანამ ცივი იარაღი მასზე და გადაურჩა, მაგრამ ბოლოს იმარჯვა და მაინც მისი ხელით მოკვდა…
ძალიან გვიყვარდა ჩვენს ოჯახს, რითაც შეგვეძლო ვეხმარებოდით, საკუთარი ოჯახის წევრივით გვყავდა ოჯახს. მტკივა უზომოდ მტკივა მისი გარდაცვალება, ძალიან ბევრი მოითმინა და თურმე თავისივე სავალალოდ ითმენდა“, – განუცხადა „ფორტუნას“ ელენე გრიგორიანმა.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://www.resonancedaily.com/mobile/index...&id_artc=236135მთელმა სოფელმა იცოდა რომ ქმარი ცოლს ავიწროვებდა და სცემდა და კაციშვილს არ დაურეკია პოლიციაში საცოდავი ქალის მეგობარმაც იცოდა და ამ ჩემ ფეხობა გამოავლინა ###### ეგეთ ვითომ მეგობარს
ყველა ყველაფერი იცოდა და ეხლა იწყებენ ვიშვიშ როცა ქალი დანითაა აჩეხილი
ეს ნაბიჭვრები მოვლენ და წრეს დაარტყამენ მიცვალებულს და მერე ერთ ჭიქას შესვამენ შესანდობარს დროზე უნდა გაენძრიათ ტრაკი მაგ ნაბიჭვრებს და გადაერჩინათ საცოდავი ქალი იმ ნაბიჭვარი ქმრისგან.
მაგ ნაბიჭვარს სამუდამო ციხე ეკუთვნის 74 წლისაა რამ გამოაყლევა ?