მონური ფსიქოლოგია და მდაბიო სისხლი შენნაირებისკენ მოიკითხე.
მეორეც შენ თუ გგონია ისტორია იცი, მაგრად ცდები, საქართველოს ისტორია მარტო ომების ისტორია კი არა, სწორედ დიდი დიპლომატიის ისტორიაა და სწორედ მაგან გადაგვარჩინა. ამიტომ წაიკითხე ზოგიერთი ეპიზოდი მაინც ჩვენი დიდი მეფეებისა, რომლებსაც გაბედულება არ აკლდათ, მაგრამ საჭირო დროს დიპლოამტიაშიც მაგრები იყვნენ:
"ვატანგ მეფემ სპარსეთთან ახალ სისხლისმღვრელ ომს ამჯობინა პეროზის თხოვნას დასთანხმებოდა და ამავე დროს, იმასაც მიაღწია, რომ ბიზანტიას ინდოეთზე ლაშქრობისთვის 20 ათას კაციანი ლეგიონები მისთვის გადმოეცა. ამას დაუმატა თავისი 20 ათასიანი ქართული ჯარი და 40 ათასიანი არმიით სპარსეთის ჯარებთან ერთად იომა ინდოეთში. სინდთა მეფემ ერთხელ ვახტანგს ციხე-სიმაგრის კედლებიდან ჩამოსძახა: უგუნური ხარ, რადგან შენი მამა-პაპეული ქვეყანა დაგიტოვებია და მშველელად სპარსელებს მოვლენიხარ, რამეთუ სპარსელები შენი დახმარებით გაძლიერდებიან თუ არა, შენვე შენს ქვეყანასთან ერთად ჩაგყლაპავენო.
ვახტანგის გონიერება ჩანს მის პასუხში: მე აქ მოვსულვარ არა სპარსელთა მეფის მსახურად, არამედ საქრისტიანოს სამსახუროდ და შენ არ იცი, რომ ”ბევრის-ბევრეული სული დახსნილ არს ჩემითა აქ მოსვლითა.” დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ საკუთარი ხალხისთვის თავდადებული მეფე ნახსენებ სულებში იმ ქართველების სიცოცხლეს გულისხმობდა, რომლებიც სპარსეთთან ახალ დიდ ომში დაიღუპებოდნენ, რადგან პეროზ შაჰის მოთხოვნების მიუღებლობის შემთხვევაში ამ ომს თავიდან ვერ აიცილებდა."
"აღმაშენებლის ტიტულით ქართველმა ხალხმა ღირსეულად გამოხატა თავისი დამოკიდებულება დავით IV ბაგრატიონის მიმართ. და ეს წოდება, დავით აღმაშენებელმა 1089 წლიდან, როცა 16 წლისა ტახტზე დაჯდა და სისხლი უდუღდა, 1099 წლამდე, მისი შემართებისა და ღირსებისათვის თითქოს და შეუფერებელი საქციელითაც დაიმსახურა. ის ამ მთელი 10 წლის მანძილზე ფაქტობრივად აღიარებდა თურქეთის სულთნის ქვეშევრდომობას და მას ხარკსაც უხდიდა.
დავით მეფე რომ ასე არ მოქცეულიყო, მაშინ იქნებოდა არა აღმაშენებელი, არამედ თავისი მეფობის დაწყებისთანავე ქვეყნის დამანგრეველი, რადგან კარგად იცოდა ბრძენმა მეფემ, რომ თურქ-სელჯუკთაგან მრავალგზის აოხრებულ, გაჟლეტილ და მთა-ღრეში გადახვეწილ მის ხალხს ჯერ არ შესწევდა ძალა, რაც არ უნდა ძლიერი მხედართმთავარი ჰყოლოდა, თურქულ ურდოებს წინ აღდგომოდა. ამიტომ დავით მეფემ მიზნად ჯერ ქვეყნის მოღონიერება, ჯარის შექმნა და სათანადო საგარეო გარემოს დადგომის ლოდინი ამჯობინა, რათა მომზადებულიყო მტრისგან საბოლოო განთავისუფლების პირობები. მერე რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით, პიროვნულად თუ რა ძალმოსილებისა ყოფილა დიდგორის ველზე ”ძლევაი საკვირველის” ავტორი და კავკასიის ქართული იმპერიის შემქმნელი.
დავით აღმაშენებლის სიმაღლიდან რა ქონდრისკაცად გამოიყურებიან ჩვენი პოლიტიკანები, რომლებიც, თუ პირადად საფრთხე არ ემუქრებათ, დიდგულად მუშტებს უქნევენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, მაგრამ როცა თავიანთი უგუნურებით ბრძოლის ველზე აღმოჩნდებიან, ან შიშისგან მიწაზე ფორთხავენ, ან მონურად ემსახურებიან მტრის გენერლებს, ან შლეგად ქცეულნი გასაქცევად საქართველოს საზღვრებს ახტებიან.
სამშობლოს ინტერესებისთვის საკუთარი სიცოცხლის გაწირვით მტრისადმი მორჩილების დამტკიცების გაუგონარი მაგალითი ჩაწერა არა მარტო საქართველოს, არამედ საკაცობრიო ისტორიაში დემეტრე მეორემ. ის გარდაუვალ სიკვდილზე შეგნებულად წავიდა, რადგან კარგად იცოდა, რომ ტახტზე აღზევებული ყაენი მონღოლთა წესის თანახმად მის მოწინააღმდეგე ბანაკში მყოფ გავლენიან ფიგურებს არცერთს ცოცხალს არ ტოვებდა. ბედის ირონიით დემეტრე მეფეც სწორედ ასეთ განწირულთა ბანაკში აღმოჩნდა.
ყაენმა ურდოში გამოიძახა დემეტრე მეფე. ბევრ მის წინაპართა და შთამომავალთა მსგავსად მას შეეძლო არ წასულიყო ყაენთან, ჯარი შეეკრიბა და ბოლო-ბოლო, ბრძოლის ველზე ვაჟკაცურად დაღუპულიყო, მაგრამ კარგად იცოდა მეფემ, რომ ლამის მთელი მსოფლიოს მპყრობელ მონღოლებთან ბრძოლაში გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ამიტომ საკუთარი ხალხის მიმართ პასუხისმგებლობის მქონე მეფეს სხვა ნაბიჯის გადადგმა არ შეეძლო, გარდა იმისა, რომ გარდაუვალი სასიკვდილო განაჩენისთვის გამოცხადებულიყო ყაენთან და ამ გზით გადაერჩინა საქართველო მონღოლთა ყოვლის წამლეკავი შემოსევისგან. მისი სიტყვებიც ამ აზრით იყო განმსჭვალული: ”აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღვთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქვეყანა უვნებელი დარჩეს.”
გიორგი მეხუთემ კი ეს წოდება იმით დაიმსახურა, რომ დავით აღმაშენებლის მსგავსად მონღოლთა თითქმის ასწლიანი ბატონობით გაპარტახებული და ზნეობრივი გადაგვარების გზაზე შემდგარი ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისათვის ხანგრძლივი და მუხლჩაუხრელი შრომა გასწია. მიიღო კანონთა კრებული ”ძეგლის დადება”, რომელმაც ქვეყანაში დამკვიდრებული უზნეობა და უკანონობა აღმოფხვრა. ყოველივე ამისთვის კი უპირველესად ქვეყანაში მშვიდობიანი გარემო იყო საჭირო და გონიერმა მეფემ ამ ამოცანის განსახორცილებლად იმ დროისათვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. იგი დაუახლოვდა მონღოლთა საყაენოს პირველ ვეზირს ჩოფან ნოინს და მისი პოლიტიკური დაჯგუფების დასაყრდენად იქცა. სამაგიეროდ ჩოფანმა გიორგი V-ს მთელი საქართველო მისცა სამეფო გამგებლობაში დასავლეთ საქართველოს გარდა, სადაც მონღოლები ისედაც ვერ ბატონობდნენ.
1314 წლიდან 1327 წლამედ, ანუ მთელი 14 წლის მანძილზე მეფე გიორგი მონღოლებთან ლოიალურ პოლიტიკას ახორციელებდა და როცა იმდენად გაძლიერდა და საგარეო ვითარებაც შესაფერისად მიიჩნია, მთლიანად გაყარა მონღოლები საქართველოდან და დავით აღმაშენებლის დანატოვარ საზღვრებში გააერთიანა და აღადგინა საქართველო.
პარალელები ჩვენს დროში რომ გავავლოთ, ჩვენი თავგაცხელებული იდეოლოგების რიტორიკის შინაარსით დავით აღმაშენებელი და გიორგი ბრწყინვალე დამპყრობლებთან, ამჟამინდელი ტერმინით ოკუპანტებთან თანამშრომლობის პერიოდში კოლაბორაციონისტები, ანუ ქვეყნის მოღალატეები გამოდიან. ხოლო დემეტრე თავდადებული, საერთოდ, მშიშარა ყოფილა, რადგან მტერთან ბრძოლას მის ბუნაგში უბრძოლველად მისვლა და მისი ხელით ნებაყოფლობით სიკვდილი ამჯობინა.
ახლა წარმოიდგინეთ, მათგვარად მოაზროვნეებს გავლენა რომ ჰქონოდათ მაშინდელ საქართველოში, ხომ აიკლებდნენ ქვეყანას რომ საქართველოს მოღალატე მეფეები მართავენ და დასამხობები არიანო? ისევე როგორც ახლა ამკობენ ყველა მას, ვინც ამბობს, რომ რუსეთთან ამ კატასტროფის მომტან დაპირისპირებას სჯობს რაციონალური დიპლომატიური პოლიტიკა გავატაროთო.
წერილის ამ ნაწილს დავასრულებ ნიკოლო მაკიაველის შეგონებით, რომელიც ზუსტად ახასიათებს ქართველი მეფეების ზემოთ აღწერილ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით აღსავსე ქმედებებს: “როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან - სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი. ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.”
http://for.ge/view.php?for_id=32438&cat=12