კრუბერის გამოქვაბული (ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) – აფხაზეთში, არაბიკის მასივში (კირქვული მასივი გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში) მდებარეობს. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე – 2197 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად
ქართველმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს გამოქვაბული 1960 წელს და უწოდეს მას სახელი ცნობილი რუსი გეოგრაფის ალექსანდრე კრუბერის საპატივცემულოდ, რომელიც დასავლეთ კავკასიონის მთებს იკვლევდა მეოცე საუკუნის დასაწყისში. მღვიმის სრული სიგრძეა 13.432 კმ. 1987 წლამდე ის მხოლოდ 340 მეტრის სიღრმეზე იყო გამოკვლეული, ხოლო 1999 წლიდან დაიწყო მისი სისტემატიური კვლევები. 2001 წელს უკრაინის სპელეოლოგთა გაერთიანების მკვლევარებმა მიაღწიეს 1710 მეტრ სიღრმეს. გამოქვაბულების მკვლევართა ჯგუფმა CAVEX -მა უკრაინელი მკვლევარის ოლეგ კლიმჩუკის ხელმძღვანელობით 2005 წლის ივლისში მიაღწია 2040 მეტრს, ხოლო ოქტომბერში 2164-ს. 2007 წელს ოლეგ კლიმჩუკის ექსპედიციამ გაზარდა გამოკვლეული არე 2191 მეტრამდე და 13 კილომეტრით დაშორებულ შავი ზღვის ზედაპირამდე რჩება დაახლოებით 60 მეტრი. 2013 წელს ახალმა ექსპედიციამ
2197 მეტრამდე გაზარდა ნიშნული....... არსებობს ვარაუდი, რომ მისი სიღრმე უფრო დიდია, ვიდრე დღეს არის ცნობილი.
პოსტში მოცემული ფოტოები გადაღებულია სტივენ ალვარესის მიერ, რომელიც სპეციალიზებულია გამოქვაბულების გადაღებებზე, მისი ნამუშევრები იბეჭდება ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა Time Magazine და National Geographic
This post has been edited by ushuaia on 30 May 2014, 01:21
მიმაგრებული სურათი