კონვენციის მე–2 მუხლის თანახმად, მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მათი შვილი შსს–ს მაღალჩინოსნებმა მოკლეს და რომ ხელისუფლებამ ეფექტური გამოძიების ჩატარება ვერ უზრუნველყო; შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმესთან მიმართებით ამ მუხლის როგორც პროცედურულ, ისე არსებით ნაწილებს მიმოიხილავს.
არსებით ნაწილთან დაკავშირებით სასამართლომ გაიზიარა ხელისუფლების არგუმენტები, რომ მართალია სანდრო გირგვლიანი შსს–ს თანამშრომლების მიერ იქნა მოკლული, მაგრამ დამნაშავეები, დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდნენ, როგორც კერძო პირები და არა როგორც შსს-ს ოფიცრები, თავიანთი ოფიციალური სტატუსით და არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას.
მოსარჩელეები აცხადებენ, რომ დამნაშავეები შსს–ს იმ მაღალჩინოსნების ბრძანებით მოქმედებდნენ, რომლებიც შარდენ ბარში იმყოფებოდნენ, სადაც მსხვერპლმა გატაცებამდე ცოტა ხნით ადრე შსს–ს ერთ–ერთ თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა, სასამართლომ განაცხადა, რომ "მტკიცებულებითი საფუძველი არასაკმარისია“ იმისათვის, რომ "ამ ფაქტზე ასეთი შორსმიმავალი დასკვნა გაკეთდეს“.
ანუო, გამოძიების ამ მასალებით ეს არ დგინდება, მაგრამო:
თუმცა, სასამართლომ ყველა დონეზე განხორციელებული საგამოძიებო პროცესი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას "აშკარად აკლდა“ მიუკერძოებლობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ "ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება.
"სასამართლო გმობს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებამ თვალი დახუჭა მოსარჩელეების მიერ წამოყენებულ სარწმუნო ბრალდებაზე, რომ დანაშაულის უშუალო ჩამდენები და ზოგიერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც კაფეში შს მინისტრის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, [დანაშაულის] თანამონაწილენი იყვნენ,”– აცხადებს სტრასბურგის სასამართლო.
”ხელისუფლების მიერ ამგვარი შერჩევითი მიდგომა სასამართლოსთვის მიუღებელია, რადგანაც იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტური იყოს, მისი დასკვნები ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის ღრმა, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს,” – ნათქვამია განაჩენში.
სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება გამოძიების ჩატარებისას არ იყო გულწრფელი.
"სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო,“ – განაცხადა სასამართლომ.
ამიტომ ითხოვს სტრასბურგი თავისი განაჩენით მოითხოვა ხელახალი გამოძიების ჩატარება, რომელიც ღიად დარჩენილ კითხვებზე პასუხს გასცემდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩაეტარებინა შესაბამისი გამოძიება, რომელიც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ ”სრული სიმართლის გამოაშკარავებას შეძლებდა და რომელსაც ყველა პასუხისმგებელი პირის ადეკვატური დასჯა მოყვებოდა,“ სასამართლომ მოსარჩელის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა; მოსარჩელე 300 000 ევროს ითხოვდა.
აი, საქართველოს მთავრობამ, თავის მხრივ თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ ამ საქმეს ხელახლა გამოიძიებდა, რასაც აკეთებს კიდევაც.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლო ჯერ არ დაკეტილა.