არადა, საქართველოში აბორტებს სწორედ უუფლებოები იკეთებენ, ძირითადად მამრის მოთხოვნით...

ევროპაში კი არა, მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე შერჩევითი - გოგოებზე აბორტების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლით, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად...

ჩვენ მოგვყვება ჩრდილოეთ ოსეთი, მერე ჩინეთი და ინდოეთი...
მაგარი დაგვერხევა ახლო მომავალში...
სამხრეთ კავკასიაში გოგონების რაოდენობა მცირდება
ევროსაბჭო, მიმდინარე წელს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში შექმნილი სპეციფიკური მდგომარეობის შესახებ განცხადებას უკვე მეორედ აკეთებს. ორგანიზაციის სპეციალური კომიტეტის წარმომადგენლების თქმით, რომელთაც საკომიტეტო სხდომაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვრცელი მოხსენება გააკეთეს, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, დაბადებამდე ბავშვის სქესის არჩევის თავისებურების შედეგად შექმნილმა სიტუაციამ, კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. კერძოდ, ამ ქვეყნებში, ახალდაბადებული გოგონების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო. სომხეთსა და აზერბაიჯანში მათი შეფარდება 112/100-ზეა, ბიჭების სასარგებლოდ, ხოლო საქართველოში - 111/100-ზე. როგორც ირკვევა, ნორმალურ სიტუაციაში, ბიჭებისა და გოგონების შეფარდება, წესით, 105/100-ზე უნდა იყოს.
შვეიცარიელი დეპუტატის, დორის სტამპის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მშობლების არჩევანი თითქმის ყოველთვის, ბიჭის სასარგებლოდ კეთდება და შესაბამისად, ახალშობილებში ვაჟების რაოდენობა ჭარბობს. ეს, გენდერული უთანასწორობის მქონე კულტურებში, კიდევ უფრო აძლიერებს ძალადობას ქალთან მიმართებაში, იწვევს გენდერულ დისბალანსს, რაც ევროსაბჭოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. კომისია სამივე ქვეყანას მოუწოდებს გამოიძიოს ამ კუთხით არსებული მიზეზები და ქალთა როლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამაღლებაზე იზრუნოს. ასევე, პრობლემასთან გასამკლავებლად, მოამზადოს სამედიცინო პერსონალი.
მომხსენებელი დორის სტამპი, სპეციალური მისიით, ივნისის თვეში, უკვე იმყოფებოდა საქართველოსა და სომხეთში. მისი აზრით, სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანაში გენდერული დისბალანსი კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს. თუმცა, სპეციალისტები აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ სამხრეთ კავკასიისათვის დამახასიათებელი ტენდენცია არ არის. ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ მშობლებს შესაძლებლობა მისცა ადრევე გაიგონ ბავშვის სქესი და არასასურველი შედეგის შემთხვევაში, ორსულობა შეწყვიტონ. ეს, ძირითადად, მაშინ ხდება, თუ მომავალი ბავშვი მდედრობითი სქესისაა.
როგორც ირკვევა, მთელს მსოფლიოში, ახალშობილი გოგონების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო. პროცენტული დაანგარიშებით, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს გაკეთდა, იმ ქვეყნების სიაში, სადაც ამგვარი ტენდენცია ყველაზე მაღალია, კავკასია პირველ ადგილს იკავებს. მას მოჰყვება ჩინეთი. აქ, სპეციალური კანონის გამო, რომელიც მხოლოდ ერთი ბავშვის გაჩენას ითვალისწინებს, მშობლები გვარის გამგრძელებლად ვაჟს ამჯობინებენ.
მსგავსი დინამიკა კი, კავკასიაში, სადაც ვაჟის კულტია, 2008 წლიდან განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. სხვადასხვა გამოკითხვებიდან ირკვევა, რომ ამ ქვეყნებში მამაკაცთა უმრავლესობას ბიჭი სურს, ხოლო ქალები გოგოს ამჯობინებენ, თუმცა, როგორც ჩანს, წყვილებში, საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ მამაკაცის აზრი განსაზღვრავს. ევროსაბჭოს წარმომადგენლების აზრით, გოგონების რესურსის დაკარგვამ, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები შეიძლება უკიდურეს დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანოს.