ესეც მართალია...

მაგარი ფარისეველი საზოგადოება გვყავს...
ახალგაზრდა გოგოს ფოტო დაინახეს და ამ თემაში იმიტომ წამოვიდა ამხელა აგრესია ჭარმაგი ვაშკაცებისაგან, თორემ დარწმუნებული ვარ, მსგავსი სიტუაციის ქვეყანაში შემქნელი (იხ, ქვემოთ), თანამონაწილე, თანამგრძობელი ან მასზე მოღლიცინე ამ თემაშიც ბევრი პოსტავს ახლა და სხვას აგინებს...
(კიდევ საკითხავია მაგ აქციაზე რა კონტექსტში ითხოვენ მაგ უფლებას)....
სელექციური აბორტების გამკეთებლები სწორედ ბიჭის კულტის მიმდევარი, "ტრადიციული" ქართული ოჯახები არიან... 100-დან 100 შემთხვევაში ეგრეა...
სერგეენკო - საქართველოში დიდი პრობლემაა სელექციური აბორტები
"საქართველოში სერიოზული პრობლემაა არა მარტო აბორტების რაოდენობა, არამედ სელექციური აბორტები, ანუ, როდესაც მშობლები ბავშვის სქესს იგებენ და ამის მიხედვით იკეთებენ აბორტს. ეს ძალიან ცუდი და მიუღებელი მიდგომაა, ამიტომ სამინისტრომ შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
აი, ასეთი "ტრაგიკურიოზული ისტორიები" კი ვედრო მანეთადაა საქართველოში...
ქმარმა პრეზერვატივის გამო მცემა
18 წლის გავთხოვდი და პირველივე თვეს დავფეხმძიმდი. ტოქსიკოზის გამო უნივერსიტეტში ლექციებს ხშირად ვაცდენდი და გამოცდებიც ვერ ჩავაბარე. საბოლოოდ ნანატრ პროფესიას დავემშვიდობე, რადგან გამომრიცხეს.
ლელის დაბადების შემდეგ რამდენიმე თვეში ისევ ფეხმძიმედ დავრჩი და მეორე შვილიც მივაყოლე, შემდეგ მესამე და ასე გავხდი 23 წლის ასაკში სამი შვილის დედა. მეუღლე დისტრიბუტორად მუშაობს. ცუდი ოჯახი არ გვაქვს, მაგრამ მთელი დღე სამი ბავშვის მოვლამ გამაგიჟა.
თავის დასაცავად სპირალის ჩადგმა გადავწყვიტე, მაგრამ დედამთილმა თავი გაიგიჟა, მაგან მოკლა ჩემი მეზობელი ნუნუ, სპირალი არ გამაგონოო. ბოლოს ქმარი პრეზერვატივის გამოყენებაზე დავითანხმე. მეორე დღესვე გავიქეცი და აფთიაქში სამი კოლოფი პრეზერვატივი ვიყიდე.
საღამოს სახლში დაბრუნებული ოთახში შევიყვანე და გახარებულმა ვაჩვენე. თავიდან სახე შეეცვალა, შემდეგ მშვიდად მკითხა, საიდან გაქვსო. რომ გაიგო, იქვე მეზობლად აფთიაქში ვიყიდე, ცხოვრებაში პირველად სახეში გამარტყა და ბოზი და ქუჩის ქალი მეძახა.
ჩემი ცოლი დღისით, მზისით პრეზერვატივს არ უნდა ყიდულობდესო. მერე გავიდა და დედამისს მოუყვა. სირცხვილით ოთახიდან ვერ გავდიოდი, მაგრამ როდემდე ვიჯდებოდი, ბავშვებისთვის ხომ უნდა მიმეხედა. მე და ნუკრი ორ დღეში შევრიგდით, მაგრამ დედამთილი მას შემდეგ როგორც დამნაშავეს, ისე მიყურებს.
This post has been edited by მელკერი on 2 Jun 2014, 16:02