#41175899 · 4 Jun 2014, 23:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ბარაქ ობამა - ყველგან, თბილისიდან ტუნისამდე, სადაც დემოკრატიის აშენება სურთ, ჩვენი სახით პარტნიორი ეყოლებათ ჩვენ გავაძლიერებთ ამერიკელი სამხედროებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების რაოდენობას ევროპის ქვეყნებში, რათა ამით დახმარება გავუწიოთ ჩვენი მეგობრების – უკრაინის , მოლდოვასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ვარშავაში, პოლონეთის დემოკრატიის 25 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ევროპის გაერთიანებისთვის დაღვრილი უამრავი სისხლის შემდეგ, დემოკრატიული ქვეყნები უარს ამბობენ დაუშვან 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის ბნელი ტაქტიკა."იქნება ეს მინსკში, კარაკასში, დამასკოში ყველაგან, სადაც ადამიანებს აქვთ სურვილი გაწიონ რთული სამუშაო დემოკრატიის შენებისთვის - თბილისიდან ტუნისამდე, მათ ეყოლებათ პარტნიორი ჩვენი სახით", - აღნიშნა ბარაქ ობამამ.ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დიდ სახელმწიფოებს არ უნდა მიეცეთ პატარა სახელმწიფოების დაშინების ან საკუთარი ნების იარაღის მიბჯენით მოხვევის საშუალება."თავისუფალი ერები ვიქნებით ერთიანი, რათა რუსეთის მომავალი პროვოკაციები რუსეთის მეტ იზოლაციას და მისთვის მეტ ფასს ნიშნავდეს", - განაცხადა ბარაქ ობამამ და დასძინა, რომ იმპერიებისა და გავლენის სფეროების დრო წარსულში დარჩა. |
ძალიან კარგი!!!
--------------------
”ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა” ”აზრი სწორი და შრომა მედგარი, ბედნიერების მოსაპოვებლად ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი” "კახელების აღმა ხნულნი ქართველებმა დაღმა ფარცხეს" "სადაც ხარ და რაც გაქვს იმით გააკეთე ის რაც შეგიძლია" დეოკუპაცია! http://aisiforce.org; http://darbazi.info
|