#41205828 · 7 Jun 2014, 18:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეხლა ვიპოვე ერთი ძველი სტატია როგორც მივხდი ამ ინფოზეა აქცენტი
ესაა 2006 წლის სტატია
გირგვლიანის გამტაცებლები კიდევ ერთხელ ამოიცნო. ლევან ბუხაიძის თქმით, "შარდენ-ბარში" მათ არანაირი კონფლიქტი არ მოსვლიათ, ინციდენტი არ მომხდარა არც ბარიდან გამოსვლისას. ამჯერად უკვე ბრალდებულებმა ის და სანდრო ლესელიძის ქუჩაზე ძალის გამოყენებით, ახსნა-განმარტების გარეშე, "ემელის" ტიპის ვერცხლისფერ ჯიპში ჩასვეს და ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს. მათ ავტომანქანაშივე დაუწყეს ცემა, რაც სასაფლაოზე გააგრძელეს, თან ეუბნებოდნენ: ძალიან კარგად იცით, რატომაც გისწორდებითო. მიუხედავად იმისა, რომ გატაცებულებისთვის უცნობი იყო, თუ რატომ გახდნენ სადამსჯელო ოპერაციის მსხვერპლი.
დაზარალებულის თქმით, მათ სასაფლაოზე სასტიკად სცემდა სამი განსასჯელი. ერთ-ერთი, სავარაუდოდ ბიბილური, ოქროყანის სასაფლაოს ტერიტორიაზე მოგვიანებით ავიდა.
"ცემის პერიოდში გავიგონე სანდროს ხმამაღალი დაყვირების ხმა, რის შემდეგაც ჰაერში ერთი გასროლა მოხდა," - განაცხადა ლევან ბუხაიძემ, რომლის თქმითაც, გასროლიდან რამდენიმე წუთში გამტაცებლები წავიდნენ და ის სასაფლაოზე დატოვეს. ლევან ბუხაიძემ სანდროს გარდაცვალების ამბავი დილით შეიტყო.
სხვათა შორის, მოსამართლის მიერ გუშინ გამოქვეყნებული საბრალდებო დასკვნა და ლევან ბუხაიძის ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რომელიც, ძირითადად, ბრალდებულთა ჩვენებებზეა აგებული, ინციდენტი მოხდა იმის გამო, რომ "შარდენ ბარის" კართან მისულმა გია ალანიამ გაიგო სანდრო გირგვლიანის უწმაწური სიტყვები, რომლითაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოიხსენიებდა, რამაც ალანიას აღელვება გამოიწვია და, რის გამოც, ლევან ბუხაიძე და სანდრო გირგვლიანი დასაჯეს.
--------------------
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC ▄ █ ▄ █ ▄ სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo █ ▄ █
|