თქვენს სამსჯავროზე, წარმოგიდგენთ პროექტ KOLMET-ს, რომელიც ითვალისწინებს
ახალი (green field) მეტალურგიული საწარმოს მშენებლობას ქ.ფოთის ინდუსტრიულ ზონაში და 100 მგვტ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.
ინვესტიციების საერთო მოცულობა, 7 წლის განმავლობაში -200 მლნ. $
მუდმივი მოხმარების დადგმული სიმძლავრე-100 მგვტ
KOLMET ის პრომოუტერი საქართველოში,მე გახლავართ, შეგიძლიათ დამისვათ ნებისმიერი კითხვა,პროექტის ირგვლივ.
2012 წლის გაზაფხულიდან ვცდილობ მივიღო „მწვანე შუქი“ საქართველოს მთავრობისაგან. „ქართული ოცნების“ მთავრობის დამტკიცების ,პირველი დღეებიდანვე განვაახლე ჩემი მცდელობები. იყო „გამობრწყინებებიც“- პრემიერმა ივანიშვილმა, რიგაში ვიზიტისას გაკვრით მოიხსენია, ჩვენს შესახებ.
მაგრამ..მაგრამ დღემდე არავითარი წინსვლა არ გვაქვს.
რას ვითხოვთ- საქართველოს მთავრობამ მოიწონოს პროექტი.
გააფორმოს , ურთიერთგაგების მემორანდუმი, შემდეგი პირობებით:
- პროექტ KOLMET ის ინვესტორები, 3 წლამდე ვადაში ააშენებენ,გერმანული ღუმელებით აღჭურვილ ,ახალ მეტალურგიულ საწარმოს ქ.ფოთში. ემისიების (გამონაბოლქვის)ევროკავშირის ნორმების დაცვით.
- პარალელურად ააშენებს 10 მგვტ ის სიმძლავრის ჰეს-ს.
- ქარხანაში, პერმანენტულად დასაქმდება , პირდაპირ- 300 ადამიანი, არაპირდაპირ+200 (მომსახურე პერსონალი,მძღოლები,დაცვა და ა.შ.) ეს ,ყველაზე მოკრძალებული გათვლებით. მინიმალური ხელფასი $500 ,საშუალო ხელფასი- 700-800$
- ე.წ. შეღავათიანი პერიოდის (7წელი) დასრულებამდე აშენდება 100 მგვტ სიმძლავრის ჰესი (+ 100 სამუშაო ადგილი).
საქართველოს მთავრობისაგან, მხარდაჭერის ფარგლებში და პროექტის კომერციული წარმატებისათვის,აუცილებელი პირობებია:
- სამანქანო გზის გაყვანა, ფოთის პორტიდან ქარხნის ტერიტორიამდე (3 კმ), რაც
ააცილებს მოსახლეობას, რომელიც უშუალოდ პორტის მიმდებარედე ცხოვრობს, დამატებით გამონაბოლქვს და ხმაურით დაბინძურებას. ეს გზა მოემსახურება სხვა მიმდებარედ არსებულ საწარმოებს და ფოთის ინდუსტრიულ ზონას.
- 110 კვ. მაღალი ძაბვის ხაზი, ქ/ს „ხორგადან“, რომლის მშენებლობაც დასრულდება 2016 წლის გაზაფხულზე, ქარხნის ქვესადგურამდე. ორივე ეს ინფასტრუქტურული პროექტი მთავრობას შეუძლია დააფინანსოს მსოფლიო ბანკის შეღავათიანი სესხებით, რომლებიც ზუსტად ესეთი პროექტებისათვისაა გამიზნული,მაგრამ ათვისება ვერ/არ ხორციელდება.
- და ბოლო, ყველაზე მნისვნელოვანი, ქარხნის გაშვებიდან,მომდევნო 7 წლის მანძილზე ელ.ენერგიის მიწოდების გარანტირებული კონტრაქტი, წინასწარ განსაზღვრული ფასით 5 აშშ. დოლარ-ცენტი 1 კვტ.სთისათვის. სულ ქარხნის წლიური მოხმარება შეადგენს 900 მილიონ კვტ.სთ.
პროექტს მხარს უჭერენ:
ეკა ბესელია- ფოთის მაჟორიტარი
მარიამ ვალიშვილი- ენერგ.მინისტრის მოადგილე
ლევან შონია- სამგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი
ირინა მილორავა-სემეკის თავმჯდომარე
დავით ნარმანია- როგორც მინისტრი (პირადად არ შევხედრილვარ,მაგრამ მის უწყებაში ასე გადმომცეს)
პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პოზიცია, ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან „ეკონომიკურ საბჭოზე“ საკითხი, ჯერ არ განხილულა.
გასულ შაბათს, ანაკლიასი გამართულ ბიზნეს-ფორუმზე გავაკეთე,ამ პროექტის პრეზენტაცია, დამსწრე საზოგადოება, მხარის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს KOLMET –განხორციელებას.
და ბოლოს ზოგიერთი ციფრები:
- ყოველთვიურად,მარტო ხელფასის სახით გაცემული თანხა შეადგენს $ 800K
(ეს იგივეა რასაც ფოთის პორტი გასცემს ხელფასებად)
- მიწის და ქონების გადსახადის სახით $1,5მლნ ყოველწლიურად.
- საქართველოს ენერგოსისტემის ყოველწლიური შემოსავალი $9 მლნ (ეს თანხა ნაწილობრივ მაინც დაფარავს ქ/ს „ხორგაზე“ და „ჯვარი-ხორგა“ ხაზის მშენებლობის კაპიტ.ხარჯებს-$100 მლნ)
ქრონოლოგიიდან; 2013 წლის 23 ივლისს გაიმართა ოფიციალური შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში, ეკონ.მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა,სამწუხაროდ ოპტიმისტურ განცხადებებს გაგრძელება აღარ მოჰყოლია.
საქართველოს შეუძლია, თავისი ენერგოპოტენციალი, რომელიც წინა თაობებმა დაგვიტოვოს მოახმაროს თურქული ტურ.ინდუსტრიის განვითარებას,ან საკუთარი მძიმე მრეწველობა განავითაროს.
გასულ შაბათს შემთხვევით გადავაწყდი კვირიკაშვილს, მითხრა "განვიხილეთ და არ გვინდა მეტალურგია ფოთშიო"
სწორედ ამან გადამაწყვეტინა, თქვენს სამსჯავროზე გამომეტანა ეს საკითხი.
თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გინდათ??
იქნებ არ გინდათ და ტყუილა ვწვალობ და ვხარჯავთ სახსრებს.
გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა პოლში.
პ.ს. "აქუს"-თან არ გაქვთ "ხოდები"?

პ.პ.ს. პატ.მოდერს ვთხოვ პოლის პასუხები გაასწოროს,მე, "ჩაინიკმა" ვერ ვიპოვე შესაბამისი ინსტრუმენტი

გასწორებულია პოლი,მადლობა ეროვნულ მოდერაციას
This post has been edited by prologic on 5 Jun 2014, 21:41