ალექსანდრე ელისაშვილი ინიციატივით გამოდის, თბილისის საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ სახელმწიფო ავტომობილებზე უარი თქვას
14:00 09-06-2014
ალექსანდრე ელისაშვილი ინიციატივით გამოდის, თბილისის საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ სახელმწიფო ავტომობილებზე უარი თქვას თბილისის საკრებულოში საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ინიციატივით გამოდის, ახალი შემადგენლობის თბილისის საკრებულომ სახელმწიფო ავტომობილებზე უარი თქვას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ალექსანდრე ელისაშვილმა განუცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პარტია და დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს არწმუნებს, რომ მათ საკრებულოში მოხვედრა არა საკუთარი კომფორტის მოსაწყობად, არამედ ხალხის რეალური სამსახურისათვის სურთ.
"ამ დაპირებისა და მტკიცების გულწრფელობის დასტურად და სახელმწიფოს, ქალაქისა და ხალხისათვის თანხის დასაზოგად თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მივმართავ ინიციატივით - ახალი შემადგენლობის თბილისის საკრებულომ უარი თქვას სახელმწიფო ავტომობილებზე. არცერთ წევრს არ მოემსახუროს სამსახურეობრივი ავტომანქანა. მოვუწოდებ პარტიებსა და კანდიდატებს არჩევნებამდე ღიად დააფიქრისირონ ამ საკითხზე პოზიცია. ამ ინიციატივის რეალიზება და საკრებულოს მიერ სამსახურეობრივ ავტომობილებზე უარი ერთის მხრივ ქვეყანას და ქალაქს დაუზოგავდა მნიშვნელოვან თანხას, რომლის გამოყენებაც გაცილებით უფრო ეფექტურად და ყაირათიანადაა შესაძლებელი და მეორეს მხრივ ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ასე უფრო ახლოს იქნებოდნენ ქალაქთან და მის პრობლემებთან და უფრო მეტად მოტივირებულები იქნებოდნენ ამ პრობლემათა მოსაგვარებლად", - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა.
მაჟორიტეტი დეპუტატობის კანდიდატს თვალსაჩინოებისათვის რამდენიმე მონაცემი მოჰყავს, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მიაწოდა.
"2012-13 წლებში თბილისის საკრებულომ შეიწსიდა 28 ახალი ავტომანქანა საერთო ღირებულებით 915 725 ლარი. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა თბილისის საკრებულოს 2013 წელს საწვავის ხარჯების გეგმა შეადგენდა 352 100 ლარს. აღნიშნული თანხა კიდევ უფრო გაზრდილია 2014 წლის გეგმით და განისაზღვრა 432 000 ლარით", - აღნიშნავს ელისაშვილი.
მისივე თქმით, ეს არის მცირე ილუსტრაცია იმისა, თუ რა თანხა ხმარდება საკრებულოს წევრთა სამსახურეობრივი ავტომანქანებით უზრუნველყოფას.
"ერთადერთი გასათვალისწინებელი საკითხი აქ ამ ავტომანქანათა დასაქმებული მძღოლებია, რომლებიც ამ ინიციატივის რეალიზების შემდეგ შესაძლოა უმუშევრად დარჩნენ და მათ დასასაქმებლად გონივრული მექანიზმია მოსაფიქრებელი. იმედს ვიტოვებ არჩევნებში მონაწილე პარტიები და კანდიდატები არ მოერიდებიან ამ ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიციის ღიად დაფიქსირებას", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...ari-thqvas.htmlა ხო ვთქვი ხამი არაა თქო.
; )