ჯერ ერთი სისხლის სამართლის კოდექსში თვითმფრინავის გატაცება არ წერია ტერორისტულ აქტად
საქართველოს სსკ 1960 წლის რედაქციით იყო სპეც მუხლი საჰაერო ხომალდი გატაცება მუხლი 242-2
მაგ მუხლში საერთოდ არ ეწერა ტერორისტული აქტი
ასევე 1992 და 1997 წლების საქართველოს სსკ ში არ წერია ტერორისტულ აქტად და არც ამჟამიდელ სსკ ში წერია ტერორისტულ აქტად
ქართულ სსკ-ში არ წერია რომ თვითმფრინავის გატაცება ტერორისტული აქტიაო
მაშინ ავტომანქანის გატაცებაც ტერორისტული აქტი ყოფილა
პილოტი გარდაფხაძე ამბობს რომ შარბათიან 5 ტყვია სახეში მოხვდაო მათშორის 1 ტყვია თვალშიო
თვალის უკან არის ტვინი და ტყვია კი არაა ფანქარი რომ ჩაარჭო თვალში ადამიანი ეგრევე კვდება
ადამიანს სახეში თუ 5 ტყვია მოხვდა მათ შორის ერთი თვალში 14 საათი როგორ იცოცხლა ? ( ეს წარმოუდგენელია რომ 14 საათი ასეთ მძიმე დაჭრილ ადამიანს ეცოცხლა ნებისმიერი სამედიცინო განათლების მქონე პიროვნება ამას დაგიდასტურებთ )
პროკურორები იძახიან რომ შარბათიანი და ჭესდია ადგილზევე გარდაიცვალნენო
ეხლა 30 წლის შემდეგ კი ამბობენ 14 საათი იცოცხლესო დაჭრილებმაო და სავადმყოფოში გარდაიცვალნენო და დროზე რომ გადაეცათ ექიმებისთვისო დაჭრილები შარბათიანი და ჭედია გადარჩებოდნენო
მერე იგივე გარდაფხაძე ყვება გაზეთ ასავალ დასავალში შარბათიანმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და ფული ამოიღო და გაბრაევს მიაწოდაო , ეს როგორ კაცს 5 ტვია სახეში მოხვდა აქედან ერთი თვალში და კიდევ აქვს იმის უნარი და ძალა ჯიბეში ხელი ჩაიყოს და ფული ამოიღოს ეს ხო აბსურდია და ზღაპარი .
ვალენტინა კურტიკოვაზე ერთი ნაწილი იძახის კურტიკოვას თავი არტყმევინესო თმებით ათრიესო და ისე მოკლესო მეორე ნაწილი იძახის როცა თვითმფრინავიდან გადახტომა დააპირა სოსო წერეთელის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლაო
თუ თავი არტყმევინეს თვითმფრინავიდან როგორ აპირებდა გადახტომას ?
გოგონებზე ეკა შალუტაშვილზე და ანანო მელიავაზე საბჭოთა გაზეთები წერენ თვითმფრინავი რომ დაჯდაო ჯერ გაჩერებული არ იყოო ხომალდი ეს გოგონები რომ გადახტნენო
შარშან გაზეთში მიცემულ ვიღაც თამაზ თუთბერიძე ანანო მელიავას გადარჩენას იბრალებს
ეკა შალუტაშვილი ამბობს რომ მე და ანანო სოსო წერეთელმა ჩამოგსვა თვითმფრინავიდანო
ალფას სპეცრაზმელების მონაყოლს თუ დავუჯერებთ ფეტვიაშვილის გარდა კიდევ ორი ქალი ფიგურირებს სავარაუდოთ ეკა და ანანო
ეხლა მე გისმევთ ასეთ შეკითხვას, რატომ არის ამ საქმესთან ამდენი ურთიერთ გამომრიცხავი ვერსიები ????
This post has been edited by JORAMAN on 22 Jun 2014, 13:43