რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ისევ აიკრძალა
თბილისი (GBC) - რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ისევ აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამშაბათს, 05.00 საათზე, რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე მეწყერი განმეორებით ჩამოწვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხევთან 3 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მიწისა და კლდის მასის ჩამოშლამ მთლიანად გადაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრზე დაწყებულია შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს მიმდინარე სამუშაოებს.
http://news.boom.ge/geo/11/20140617/3510146/გუშინ უფრო დიდი კლდის მასა ჩამოწვა ვაბშე დედა უტირა გზას
რა ხდება რა უბედურებაა ?