ამაში მართალი ხარ, მაგრამ ამ მოთხოვნებს აყალიბებენ პოლიტიკოსები დღე და ღამ გადაცემებში და თოქ შოუებში რომ სხედან და ეწევიან ამა თუ იმ იდეის პროპაგანდას. ბევრი გეგულება ინდივიდუალურად განვითარებული ადამიანი?
მასის ფსიქოლოგიაზე კი მუშაობენ პარტიები და მას მედია, ძირითადად რასაც ჩასძახებენ ხალხს, იგივე უბრუნდებათ.
20 წელზე მეტია ერთი და იგივე ხალხი პოლიტიკაში ტრიალებს, ერთი და იგივეს გაიძახიან, სიტყვით გაიძახიან, მაგრამ სულ სხვა რამეს აკეთებენ, ამაზე მეტი ფარისევლობა რაღა გინდა. პასუხს კი არავინ აგებს შეცდომებზე ან მოცემულ დაპირებებზე. ამის მერე უბრალო ხალხს პასუხი მოთხოვო, მაღალ მატერიებზე, ეს ცოტა არ იყოს გულუბრყვილობაა, რომელიც საბოლოოდ ინფანტილურ სიბრაზეში გადადის. დაერევიან მერე გაბრაზებულ გულზე ერთმანეთს და არის სულ გამიშვი და გამატარე.

განათლება, შრომა, პასუხისმგებლობა. აი, რა აკლია ჩვენს პოლიტიკოსებს,
შეივსებენ ამ ნაკლს, შეივსებს ხალხიც, მასა. არადა ვიქნებით მუდამ ერთ ადგილზე.
ამბობენ ,,თევზი თავიდან ყროლდებაო", ყველამ რომ თავის ლიდერებს მოთხოვოს პასუხი და
მერე გაიშვიროს ხელი სხვისკენ, საქმე უფრო წინ წავა.
This post has been edited by marta007 on 8 Dec 2014, 17:46