lamazi gogoთავისი სურვილით დაწერეს განცხადებებიო .
http://accent.com.ge/politika/9679-qadmini...html?lang=ka-GE * * *
გიორგი მარგველაშვილის თხოვნა გავითვალისწინე და პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა, - ამის შესახებ ვანო მაჭავარაინმა "რუსთავი 2"-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
"ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ, ეს არ არის პირველი საუბარი განსაკუთრებით ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ. ერთობლივად ვისაუბრეთ, ალბათ უფრო მეტი საშუალება გვექნება რომ ვისაუბროთ და მეტი გავიგოთ", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. "პრეზიდენტს აქვს იმის კომპეტენცია, რომ თავისი ადმინისტრაცია ჩამოაყლიბოს იმ გამოწვევებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, რაც არის კონკრეტულ მომენტში, ეს არის ერთობლივი საუბრის შედეგი", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
რაც შეეხება ლაშა აბაშიძესთან მის შესაძლო კონფლიქტს, მან აღნიშნა, რომ აბაშიძესთან "განსაკუთრებული კონფლიქტი" არ ჰქონია. "არასოდეს განსაკუთრებული კონფლიტი არ მქონია, ეს არის სამუშაო პროცესი, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ამას სხვა სარჩული არ ადევს", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა და დასძინა, რომ ნებისმიერ სამუშაო პროცესში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.
რაც შეეხება კიევში მის შეხვედრას ბაქრაძესა და სააკაშვილის ყოფილ მრჩეველთან, მაჭავარიანი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. "ეს არის სისულელე, გამოგონილი. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიყავით ორიენტირებული უკრაინაში ვიზიტზე, მაქსიმალური გავკეთეთ იმისთვის, რომ მარგველაშვილი შეხვედროდა ბაიდენს. მსგავსი შეხვედრა არ მქონია. ლუქსმანს საერთოდ არ ვიცნობ და რა შეხვედრა უნდა მქონოდა. გამოგონილი თემაა", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მისი თქმით, იგი იყო დაკავებული საგარეო მიმართულებით და შიდა პოლიტიკაში არ ერეოდა. "მე პრეზიდენტთან მივედი მისივე თხოვნით. 6 თვეში მოვახერხეთ, რომ ადმინისტრაცია გახდა საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი. იყო ბაიდენთან შეხვედრა. ეს ამ გუნდის დამსახურებაცაა. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები თუ ამოვწურეთ, მინდა სხვებს წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვანო მაჭავარიანის და ლაშა აბაშიძის გათავისუფლების შესახებ განკარგულებები გამოაქვეყნა. პრეზიდენტის განკარგულებით, ვანო მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის - საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
"გათავისუფლდეს ივანე მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის - საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან 2014 წლის 13 ივნისიდან საკუთარი ინიციატივით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე", -აღნიშნულია განკარგულებაში.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ლაშა აბაშიძეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან 2014 წლის 13 ივნისიდან საკუთარი ინიციატივით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...valistsine.html This post has been edited by laci on 13 Jun 2014, 22:54