#41271017 · 13 Jun 2014, 17:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
56 400 ლარი აქვს წელიწადში ხელფასი მედია ვასაძეს
2013 წელს დეპუტატს, შემდგომში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თამჯდომარეს, მოქალაქე დოდო დიასამიძემ უჩივლა. იგი დეპუტატს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პროკურატურა ამ საქმეს ჯერ ისევ იძიებს. მედეა ვასაძეს ასევე უჩივლა მისმა ყოფილმა თანაშემწემ, სოფიო კობალაძემ. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობას, ეს მეოთხე ინციდენტია, რომელიც ჟურნალისტებსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მოხდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. 2013 წელს „ინტერპერსნიუსის“ ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ შეიტანა სასამართლოში სარჩელი ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე. დავა მორიგებით დასრულდა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჟურნალისტის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უარყო. გასულ წელს სასამართლოს მიმართა „გურია ნიუსის“, შემდგომში რადიო „აჭარას“ ჟურნალისტმა ტარიელ ცეცხლაძემ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის აღდგენის მოთხოვნით. 2013 წელს კი უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის თანამშრომელმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ უცენზურო და სიძულვილის შემცველი კომენტარებით მოიხსენია გაზეთი „ბათუმელები“ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენენა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს.
--------------------
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC ▄ █ ▄ █ ▄ სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo █ ▄ █
|