VIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ღევონდ ვარდაპეტი ანუ ლეონიდე მოძღვარი. ის თავის ,,ხალიფთა ისტორიის” X თავში გადმოგვცემს ერთ საგულისხმო ცნობას ქალაქ-ნავსადგურის ფათისას ანუ სომხურად ფუთთის შესახებ.
კერძოდ არაბთა ხელისუფლებისგან სომხეთიდან ლტოლვილმა დიდებულებმა თავი შეაფარეს ბიზანტიურ ქვეყანას, ანუ ტრაპეზუნტის რეგიონს. იმპერატორმა მათ საცხოვრისად უბოძა ეგერთა ქვეყნის ანუ ტრაპეზუნტის რეგიონის ქალაქი ფუთთი (ფადისა) აქ ისინი ცხოვრობდნენ ექვსიოდე წელი, შემდეგ გადაწყვიტეს სომხეთში დაბრუნება, იკადრეს უკადრისი საქციელი, გაძარცვეს ფადისას ეკლესიები და გაიქცნენ.
,,როცა ეს ამბავი ესმა კეისარს, ეწყინა მათი ასეთი უსამართლობა, მოუწოდა ეკლესიის წინამღვრებს: მიტროპოლიტსა და არქიეპისკოპოსებს, უბრძანა ჩაეწერათ წიგნში წყევლა და წაეკითხათ აღდგომის დღესასწაულის შესრულებისას, ...წაეკითხათ წყევლა დღევანდლამდე, რაც იქმნა მიზეზი მათი დაღუპვისა” (იქვე, გვ. 202).
ამის გამო ადგილობრივი მიტროპოლიტი და არქიეპისკოპოსები მთელი საუკუნის მანძილზე თავიანთ ეკლესიებში აღდგომა დღეს წყევლიდნენ სომხებს, რამაც ღევონტის ცნობით, თითქოსდა იმოქმედა და ეს წყევლა მიზეზი შეიქმნა სომხეთის დანგრევისა.
მიმაგრებული სურათი