ფბ-დან
ნიუსი: საარჩევნო უბანზე მისულ ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა.
როგორ გააშუქებენ ამ ნისუებს ქართულ პრესეაში:
ნეტგაზეთი: საარჩევნო უბანზე მისულ ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა, რაც შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს მარტვილის საარჩევნო უბნიდან შეიარაღებული პირების მიერ საარჩევნო ყუთის გატაცებასთან.
რადიო თავისუფლება: საარჩევნო უბანზე მისულ ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა. იქვე მდგარი მღვდელი ანათემით ემუქრებოდა ცესკოს წარმომადგენლებს, თუკი ისინი ჭიკაიძეს პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის საშუალებას არ მიცემდნენ.
ალია: საარჩევნო უბანზე მისულ ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა. ამასთან დაკავშირებით მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ მას სანდო წყარომ, რომლის ვინაობასაც ვერ გაამხელს, აცნობა, რომ ამ საქმეში „ოცნება“-ში შეგზავნილი „ნაციონალები“-ს ხელი ურევია, რითიც შეიძლება კარგად ისარგებლონ რუსულმა სპეცსამსახურებმა.
ტაბულა: საარჩევნო უბანზე მისულ ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა. პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის საშუალება მას ცესკოს წარმომადგენლებმა არ მისცეს, რაზე გაბრაზებული ჭიკაიძე მათ აგინებდა და დაჭერით ემუქრებოდა, ამ დროს კი წყალტუბოს რაიონის ზემო მაღლაკში ექვსმა ნიღბიანმა ახლადამნისტირებულმა ყაჩაღმა მანქანაში ჩაცხრილა ახალგაზრდა წყვილი 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.
თავისუფალი ზონა: საარჩევნო უბანზე მისულ ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა, რამაც ცხადყო ოცნებაში არსებული შიდაგნახეთქილება. ცხადია, რომ კოალიცია დაშლილია და მხოლოდ ხელოვნურად ინარჩუნებენ ერთიანობას.
პირველი: საარჩევნო უბანზე მისულ ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა, რაც შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს მარტვილის საარჩევნო უბნიდან შეიარაღებული პირების მიერ საარჩევნო ყუთის გატაცებასთან.
Presa.ge: საარჩევნო უბანზე მისულ ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა. ამის უკან კი დგას კრემლის ბინძური პოლიტიკა, რომ მოახდინოს უკანასკნელ 9 წლის განმავლობაში დაუღალავი შრომით ევროპულ სტანდარტებზე ასული საარჩევნო სისტემის დისკრედიტაცია, რასაც რუსული ფულით მოყვანილი ჭიკაიძე სწორედ ამგვარი მეთოდებით ცდილობს.
ინფო 9: საარჩევნო უბანზე მისულ ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა. ბატონმა შინაგან საქმეთა მინისტრამ ზრდილობიანად მოუხადა ბოდიში ცესკოს წარმომადგენლებს, და რათა სახელმწიფო ხარჯები თავიდან აერიდებინა, პირადობის მოწმობის მოსატანად არა საკუთარი მანქანით, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაეშურა.
ასავალ-დასავალი: საარჩევნო უბანზე მისულ ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა. ასე დაემართება ყველა იმ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც დედა ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქრებს და სატანურ აიდი ბარათებს მხარს დაუჭერს.
საქართველო და მსოფლიო: საარჩევნო უბანზე მისულ ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა. აგრესიული ნატო, იმპერიალისტი აშშ და პიდარასტების ბუდე ევროკავშირი ამგვარად ცდილობენ აიდი ბარათების თითქოსდა დიდი მნიშვნელობის წარმოჩენას.
ესენიხოხალხიარარი
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა