TobinFrost"მოგესალმებით. კაზრეთულას დაბინძურებასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შემოწმების საფუძველზე, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ამის გარდა, მოხდა გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა. ამასთან, დეპარტმანეტი უახლოეს მომავალში გეგმავს საწარმოში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობის შემოწმებას."
აი ეს მომწერეს, მაგრამ კაცმა არ იცის პროკურატურა როდის ინებებს რეაგირებას და თან ჩვენ რა? ნიადაგი მაინც დაბინძურებული რჩება, პროდუქცია მაინც მოჰყავთ, იჭმევა და არავინ არაფრის აზრზე არ არის, რა შხამს შეექცევა.
ისა, პირველ პოსტში რომ სტატია დავდე, იქ არის გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის ლინკი და ეგ არ გამოდგება სასამართლოში საინტერესოა?
Kakhaხო, ვიცი, ვიხუმრე უბრალოდ.
მართლაც ეგ ართულებს საქმეს. მძიმე მეტალების და სხვა შემთხვევებშიც (მაგ. აზბესტის).
იგივე, С ჰეპატიტის შემთხვევაში, მიდი და უმტკიცე ვინმეს, 10 წლის წინ შენთან არასტერილური იარაღები იყოო... შეიძლება ის კლინიკაც აღარ არსებობდეს საერთოდ....
ეს ბოლნისის რაიონი გასაგებია, მაგრამ რა ტოქსიკურ კოქტეილს ვსუნთქავთ თბილისის ჰაერის სახით, ხალხმა რომ იცოდეს და აცნობიერებდეს, რევოლუცია მოხდებოდა.

ჰოდა, სასმართლოს რაც შეეხება:
თუ დადგინდა მავნე ნივთიერებების არსებობა;
დადგინდა წყარო და ისიც, რომ ამ ნივთიერებებს ხალხი იღებს;
+ ის უკვე დადგენილი და მსოფლიოში აღიარებულია რას იწვევს ეს ნივთიერებები, თუნდაც 20 წლის შემდეგ;
ამის შედეგად გაირკვევა, რომ იმ მუხლს არღვევენ, სადაც წერია, რომ ადამიანს ჯანმრთელობის უფლება აქვს.
აწყობილი ქეისია, მგონი (თუ არა, მითხარით, იურისპრუდენციის აზრზე არ ვარ).
Shota525ხო, მანდ არის.
Angel1არადა შეგვიძლია უბრალო მოქალაქეებს... ცოტა ბევრნი უნდა ვიყოთ და მობილიზებულები. თუ არ მიაწექი, მაშინ ხელისუფლებას ჭამის და ჯიპების მეტი არაფერი არ დააინტერესებს... თავისით არ ინტერესდებიან, უნდა გაუხურო... ეგეც არ არის გარანტია, რომ საქმე გაკეთდება... ჩვენი აქტიურობა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა.
This post has been edited by აჯღაბუჯღა on 18 Jun 2014, 16:17