#41326503 · 18 Jun 2014, 14:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
«ეს არის ძალიან დიდი წარმატება. საქართველო გუშინ, შემიძლია ვთქვა, ყველა მუნიციპალიტეტში გალურჯდა. ჩვენ, ქართველებმა, ერთხელ წითლები დავამარცხეთ და ახლა მეორედ დავამარცხეთ წითლები გუშინ. მე, როგორც «ქართული ოცნების» წარმომადგენელს, მჯერა, რომ ჩვენ 2016 წლის არჩევნებში ვიქნებით შთამბეჭდავი წარმატების ავტორები, რომ «ნაციონალური მოძრაობა» აღარასოდეს დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამიტომაც მოვუწოდებ თბილისელებს, მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ მეორე ტურზე და ზოგიერთი ადამიანი, იმედი მაქვს, არ გადაჰყვება ფეხბურთის ყურებას, მივა საარჩევნო ურნასთან და საკუთარ ბედს გადაწყვეტს ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ». - იუსტიციის მინისტრი.
--------------------
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.
|