ცესკოს საიტზე ვნახე ოქმები მარნეულის 25-ე უბნიდან. ოქმების მიხედვით, გამგებლობის კანდიდატს ნაციონალების მხრიდან იმამკულიევს მიღებული აქვს 21 ხმა 511-დან, პროპორციულში ნაციონალურ მოძრაობას მიღებული აქვს ასევე 21 ხმა 511-დან, მაჟორიტარებში ნაციონალების კანდიტატ ალიევს მიღებული აქვს 15 ხმა 511-დან. ამ უბანზე ნაციონალებს აჯობეს ბურჯანაძის ხალხმაც კი.
თუ ამომრჩევლები წინასწარ დააშინეს და ისე მიაცემინეს ხმა 41-ზე არ ვიცი და სხვა ვარიანტი გაყალბებისა მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ ოქმი ზეპირად შეავსეს ისე, როგორც აწყობდათ...
ამ სიტუაციაში, ბიულეტენების ჩაყრის პრაქტიკული მნიშვნელობა საღ აზრს მოკლებული ჩანს
P. S. ამ უბნის ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა 1149 არის, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 511-მა, ანუ ნახევარზე ნაკლებმა მიიღო...