strelicia
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9698
წევრი No.: 104062
რეგისტრ.: 4-November 09
|
#41340832 · 19 Jun 2014, 16:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კოლუმბიელი
| QUOTE | | თუ 1 200 000 იხდის გადასახადის სახით და 35 მილიონი აქვს შემოსავალი, და სიმარტივისთვის ავიღოთ, რომ მოგების გადასახადზე საუბრობს. მაშინ გამოვა, რომ 8 000 000 ქონია მოგება. შესაბამისად 27 000 000 ქონია ხარჯები. |
27 მილიონის ხარჯები??? რისი??
სტაიანშიკებისგან შესული თანხები არის მანდ გათვალისწინებული?? "ანტიკორუფციული კავშირის" (არასამთავრობო) ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე:
16-04-2014
- ორი კვირაა ვიკვლევ და აღმოვაჩინე შემდეგი: თბილისში ყველამ იცის, რომ პარკირების ზედამხედველები, ანუ "სტაიანშიკები", ვიღაცას ფულს უხდიან. ამიტომ გამოვყავი ორი ჯგუფი ქალაქის მასშტაბით, რომლებიც ფარული ვიდეოგადაღებებით აწარმოებდნენ მონიტორინგს და ვხედავთ, რომ ამ სიტუაციაში სამი სუბიექტი მონაწილეობს: "სითი პარკი", რომელიც "პატრონობს" ამ სიტუაციას და ხალხისგან ამოქაჩული ამ თანხის დიდი ნაწილი მიდის მის ჯიბეში, მეორე ჯგუფი არის მერიის ხალხი და მესამე, ესენი არიან გაურკვეველი სუბიექტები, ნარკომანები და ლოთები, რომლებიც თავის წილს სთხოვენ ამ "სტაიანშიკებს".
დღეში დაახლოებით 30-დან 40 ლარამდე უგროვდებათ სტაიანშიკებს. ადგილებიც მინდა გითხრათ, რომელიც უფრო სარფიანია, ეს არის მარჯანიშვილი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ძალიან კარგად მუშაობს წერეთელი და პეკინი. დღის განმავლობაში აქ "სტაიანშიკები" აკეთებენ 30-40 ლარს. აქედან დახალოებით 30-40% არის გასავალი, ე.წ. მაყურებლების. აქვე უნდა ვთქვა, რომ ღმერთი არავის გაუწყრეს, და ვინმე არ შეეცილოს ამ ხალხს იქ დგომაში, იმ დუბინკებით თავს გაუტეხავენ.
ეს ხალხი ოფიციალურად არსად ფიქსირდება. მეტსაც გეტყვით, ჩვენმა მონიტორებმა დაადგინეს, რომ ამ "სტაიანშიკების" 90%-ს პირადობის მოწმობა არა აქვს, ესეც გამიზნულია იმისთვის, რომ როდესაც სამართლებრივი მოკვლევა იწყება, წესით, უნდა მოხდეს იდენტიფიცირება და მათ ეს არანაირად არ აწყობთ. მახსოვს, რომ გიგი უგულავამ თავის დროზე გააკეთა განცხადება, რომ მერიის პოზიცია ასეთია, ესენი არიან მათხოვრები, თუ გინდათ მიეცით ფული და თუ გინდათ, არაო, მაგრამ ეს ასე იოლი ამბავი სულაც არ არის.
მათხოვრობიდან ეს ხალხი გახდა მოძალადე, ითხოვენ, ფული მომეციო და თან დააყოლებენ, გეგმა მაქვს შესასრულებელიო.
ზოგს 5 ლარი აქვს გადასახდელი, ზოგსაც - 10 ლარიო, მაგრამ ვისთვის აქვთ ეს ფული მისაცემი, ამაზე არაფერს ამბობენ. ორთაჭალის ტერიტორიაზე დადის "ბმვ", რომელიც ამ ხალხისგან კრეფს ფულს. სხვათა შორის, შარშან დიდუბის პოლიციამ დაიჭირა ამ ამბის ორგანიზატორები, რომელსაც პირდაპირი ბრალდება წაუყენეს, ესენი ეწეოდნენ უკანონო მოსარკებლებს, ანუ ეს არის გარკვეული დანაშაულებრივი ჯგუფები.
ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის სამსახურებთან ერთად და ფილმს ვაყურებინებ სითი პარკის წარმომადგენლებს ამის შესახებ, თუ დაინტერესდებიან.
ამით მარტო "სითი პარკი" არ ხეირობს, როგორც გითხარით. მაინტერესებს, საით იყურება ფინანსური პოლიცია, მე, არასამთავრობო, ვახერხებ იმას, რომ ეს ინფორმაცია ამოვიღო და ისინი რას აპირებენ, იმათ ხომ ამის გაკეთების მეტი საშუალება აქვთ? ვდებ კორუფციულ სქემას, ამ "სითი პარკმა" რომ შემოხაზა ეს კუნძულები, ეს ადამიანები სპეციალურად მიუმაგრა ამ კუნძულებს, რომ თავისი ფული აკეთოს, იმიტომ, რომ ამ ადგილებიდან თვის მანძილზე შემოსული 600 ათასი, სწორედ "სითი პარკის" ჯიბეშია. ......@ 2007 წლიდან 15 წლიანი ხელშეკრულება აქვს სითი პარკს რისთვის გაურკვეველია.
--------------------
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.
|