სიტენიორობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა კია დანაშაული.
სხვათაშორის, საინტერესო საკითხია და შესასწავლი. ჩვენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად პროსტიტუცია დასჯადია, და ტექსტიდან მომდინარეობს, რომ დასჯადია სწორედ, ასე ვთქვათ, მომსახურების მიმწოდებელი. მაშინ როდესაც ქვეყანათა უმრავლესობაში, სადაც პროსტიტუცია დასჯადია, ისჯება პირველ რიგში მომხმარებელი.
ნებისმიერ შემთხვევაში, სიამოვნებით დავესწრებოდი პროცესს, სადაც დაზარალებულები ჩვენებებს მისცემდნენ, ფული გადავუხადეთ იმიტომ რომ პროსტიტუტკა გვეგონა, რომელიც მომსახურებას გაგვიწევდა, არ გაგვიწია და ამიტომ უნდა დაისაჯოს. თანაც, უნდა დაამტკიცონ, რომ სწორედ ეს შეთანხმება ჰქონდათ, თორემ მასე ვინმემ ხაჭაპური ჩააცეცხლოს ვინმეს და რად არ მომცა ამ თაღლითმაო (ვუტრირებ რა თქმა უნდა

, მაგრამ ნუ, დაახლოებით ხვდები ალბათ, რასაც ვგულისხმობ ) პრეტენზია რომ წაუყენოს, რა წყალში გადავვარდეთ

უი, კიდევ ერთი კითხვა მაინტერესებს - თოთხმეტივემ იჩივლა?