ერთ/ერთი "დამნაშავე" უზარმაზარი მანქანის პოპულარიზაციაში,ალბათ მეც ვარ, მაპატიეთ!
Misley
Christian Cullen
95-ში ჩამოვიყვანეთ გერმანიიდან Nissan Terrano II,სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი.
ეს მაშინ,როცა მხოლოდ თითო/ოროლა ჯიპი თუ დადიოდა ქალაქში.
უზარმაზარ,მაღალ,განიერ,არასტანდარტულ ბორბლებზე შემდგარი,
მანქანის უკან დამაგრებული მეხუთე ბორბალი ხელოვნების ნიმუშ/ ჩიხოლით შეფუთული.
თბილისი კი არა,მთელი ევროპა,გერმანიიდან დაწყებული, ამ მანქანას უყურებდა გზა და გზა.....ისეთი "მოშნი" და ლამაზი იყო!
საბარგულიც ძაან დიიდი ჰქონდა...ასეთი გაბარიტის მანქანა ისე მსუბუქად იმართებოდა.
მოკლედ ყველანაირად საიმედო მანქანა,ნამდვილი მეგობარი.
როცა ქალაქგარეთ გადავცხოვრდით,2000წელს,მაშინ უფრო ვიგრძენით მისი საჭიროება/აუცილებლობა....
რამდენი საქმე გვიკეთებია ერთად,რამდენი,რამდენი,რამდენი.................
მსუბუქი მანქანაც გვყავდა,სხვა ჯიპიც,რომელიც მოგვიანებით შვილმა ჩამოიყვანა,
მაგრამ ამ ტერანოში ვგრძნობდი თავს დაცულად,კომფორტულად....თანაც უკვე ნამდვილი "ოჯახისშვილი "იყო.
ჰოო,რაც მთავარია,საკუთარი შრომით შეძენილი მანქანა,ვერავინ რომ ვერანაირად დაგაყვედრის ვერაფერს,ძააან გემრიელია!
მე არ ვიცი,მართლა არ ვიცი,როგორ გრძნობენ თავს,უშრომელი თუ ადამიანების გაუბედურებით,გაღატაკებით მიღებული შემოსავლებით შეძენილ მანქანებში...
და კიდევ ზემოდან იყურებიან,მაინცდამაინც ჯიპებიდან.....ქუჩების ზღვარსგადასულ გადატვირთვაზე,ეკოლოგიაზე რომ არაფერი ვთქვათ!
მგონი, "ჯიპოსნობა"ისეთივე "პოპულარული" გახდა,როგორც ერთ დროს "მხედრიონელობა?!"
ამას უფრო სერიოზული აქცია ესაჭიროება და არა ჭუჭუ/აქციები,პაღდონ!
წინა პოსტში ველოსიპედისტ ეკოლოგისტები ავღნიშნე.
დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ - "მწვანეების" ინტერნეტკამპანია (post #41342134)ველოსიპედი პოპულარული ტრანსპორტი რომ გახდეს,ველოტრასებია მოსაწყობი ტროტუარებზე,ეს რამდენადაა შესაძლებელი,
საერთოდ რამდენადაა შესაძლებელი თბილისური რელიეფის პირობებში ველოსიპედისტობა,ალბათ დასაფიქრებელია.
This post has been edited by Nostalgia34 on 21 Jun 2014, 13:40