#41403482 · 24 Jun 2014, 21:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთერთი მიზეზი, რის გამოც მძულდა ( ეხლაც მძულს ) ნაცები, ეს გოიმური ამპარტავნება და სითავხედე იყო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს ეს გენეტიური სიმდაბლე გვაქვს ქართველებს და ესენიც იგივეს იმეორებენ. მგონი, თანამდებობებზე რომ ხვდებიან, თავები მართლა ჭკვიანები გონიათ და ფიქრობენ, რომ დაიმსახურეს და ჩვეულებრივმა მოკვდავებმა თაყვანი უნდა ვცეთ. არადა პირიქით, ასეთი გოიმი სულ ცოტა, პაწაწუნა პატივისცემასაც კი არ იმსახურებს. პატარა კაცის სინდრომით შეპყრობილი თვითკმაყოფილი იდიოტები! სპორტის სასახლეში, ქართული ოცნების შეკრების დღეს ღარიბაშვილის ესკორტის დაცვამ შუა ქუჩაში ( ტელევიზიის წინ ) გაჩერება მიბრძანა, არ ვხუმრობ, გაჩერება! ესკორტების და პოლიციელების ( შკოდების ) აღვირახსნილი შლიგინი ისე მაღიზიანებს, რომ ამ ტრადიციის გამგრძელებლებმა ჩემი სახით ერთგული გულშემატკივარი დაკარგეს. სამწუხაროდ, მე სხვა მოლოდინი მქონდა, მაგრამ ქართველებს არაფერი გვეშველება.
|