ეგ მე არ ვიცი და ეს გამომიგზავნეს გუშინ


არ ვიცი მე და ვინაა ეს ხალხი?
ნეტავი მაგალი თოდუას გოგო ხომ არაა ეს ექიმი?
სალხინოდან არის მაგალი თოდუა
უბადლო მთარგმნელია
ჯელალ ედ-დინი რუმი
რატომ არ ვიცი, ვინა ვარ?
დღე ამას ვდარდობ შუმი და სადა,
ღამით ფიქრები ამიდის ცადაც,_
რატომ არ ვიცი, ვინ ვარ და რა ვარ,
ასე რეგვენი რადა ვარ, რადა?
რაისთვის მოველ ამ ქვეყანაზე,
აქეთ ვინ მხადა ან რატომ მხადა;
საით მომიწევს აქედან წასვლა,
სამკვიდრო ჩემი სად არის, სადა?
მიკვირს და მიკვირს, რატომ დამბადა,
ამ ქვეყანაზე ვინც მე დამბადა;
და თუ დამბადა, რატომ დამთრგუნა,
ამქვეყნად მოსვლა ღირდა კი ანდა?
ბარგი-ბარხანა ავიკრა უნდა,
გასამგზავრებლად რომ ვიყო მზადა,
მივდივარ მასთან, ამქვეყნად ყოფნის
გავიდა ყველა ყავლი და ვადა.
ნეტავი იმ დღეს, შენს შესაყრელად
როცა ვიქნები გასული გზადა!
ნეტავი იმ დღეს! _ საიმნექტარო
უკვე აღმეძრა აქედან მადა.
ვინ არის ის, ვინც ამიდგა ენა,
ვინც მე მამღერა და მაღაღადა?
ვინ არის ის, ვინც მომაპყრა სმენა
კაცს გადაქცეულს მღერად და ხმადა?
გზა საით მიძევს, არავინ მითხრა,
ქვეყნად პატივი არავინ მცა და,
თავად უმწეო გონებამ ჩემმა
მიგნება მისი ამაოდ სცადა.
დამათვრე ღვინით, დამათვრე ღვინით,
რომ გალეშილმა ვთქვა: “მიდი, ჰკა!” და
მარადისობის დილეგის ბჭენი
წიხლების ცემით დავლეწო მთლადა!
აქ ნებით ჩემით როდი მოვსულვარ
ან როდი დავალ ბარად და მთადა,
ვინც მომიყვანა, წაყვანად მოვა,
ვითა მთესველი _ თავთავთა მკადა.
თუ არ ვსვი ღვინო, როგორ ვიმღერო!
რომ დავლევ, მყისვე ვიქცევი სხვადა.
ლექსის სათქმელი ენა მიშრება,
მასვი, ლექსები ვადინო ზღვადა!
ეჰა, შამს თავრიზ, ოღონდ მეჩვენე,
ოღონდ გამეცი შორიდან ხმა და
მზად ვარ, ეს მძორი დავაგდო აქვე!
დრო დადგა, ხანჯლის მოვსინჯო ვადა?
This post has been edited by beatlesflacone on 11 Jul 2014, 23:00