ირაკლი ალასანია - აპატურაი მართალია, საქართველო ნატო-ში სრული ინტეგრაციისთვის მზად არ არის
11:49 25-06-2014
ირაკლი ალასანია - აპატურაი მართალია, საქართველო ნატო-ში სრული ინტეგრაციისთვის მზად არ არის აპატურაი მართალია როდესაც ამბობს, რომ საქართველო ნატო-ში სრული ინტეგრაციისთვის მზად არ არის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ალასანია აღნიშნავს, რომ საქართველო და ნატო დღეს საუბრობს შემდეგ ნაბიჯზე, რომელიც არის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.
"ჩვენ კიდევ დაგვჭირდება გარკვეული წლები, რომ გავხდეთ მზად პოლიტიკური სისტემით, უსაფრთხოების ზომებით და თავდაცვისუნარიანობით სრულად ნატო-ს წევრი. ჩვენ ვსაუბრობთ შემდეგ ნაბიჯზე ინტეგრაციის, თუმცა ვთვლი და ვაშინგტონშიც გავაკეთე განცხადება, რომ ის რაც ხდება უკრაინაში, რუსეთის აგრესია და რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი, უნდა გვკარნახობდეს, რომ საქართველოსთან ძალიან მალე დაიწყოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ეს არის ჩვენი სურვილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, მისთვის არც ერთ ქართველ მინისტრს არ უთქვამს, რომ საქართველო ალიანსში გაწევრიანებისთვის მზად არის. ამის შესახებ აპატურაიმ გუშინ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...ad-ar-aris.html მზად ვართ და არ გვიღებენ თუ არ ვართ მზად და ვერა?