აი საერთოდ არ ვაპირებდი ნაცმოს ხსენებას
მაგრამ ნამუსიც კარგი საქონელია რააა
რომელი წლიდან დაიწყო ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში რომელი წლიდანაა საქართველო..
ნაცმოა თუ ბაცმო ხალხმა იშრომა, და დაუფასეთ მაინცა..
არ შეგეძლო ეს თემა რომ არ აგექოთებინა ხო???
9 წეელეეეეეეეე
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, როგორც კი საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა აღადგინა. ევროკავშირი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს გარდამავალი პერიოდის მძიმე წლებში დაეხმარა.
1995 წელს თბილისში ევროკომისიამ წარმომადგენლობა (დელეგაცია) გახსნა.
ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა უფრო ინტენსიური 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა, როდესაც ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერა.
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (PCA) ). ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ქვაკუთხედია. 1996 წელს მიღებული ეს შეთანხმება, რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში, თავდაპირველად ათი წლის ვადით იყო მიღებული, თუმცა ამიერიდან ის ყოველ წელს, ავტომატურად, ერთი წლით გაგრძელდება. შეთანხმება ითვალისწინებს ფართომასშტაბიან თანამშრომლობას პოლიტიკური დიალოგის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ეკონომიკური, საკანონმდებლო და კოლტურული თანამშრომლობის სფეროებში. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საშუალებით, რომელიც აუქმებს კვოტებს ვაჭრობის სფეროში და იცავს ინტელექტუალური, საწარმოო და კომერციული საკუთრების უფლებას, მხარეებმა ერთმანეთს მიანიჭეს უპერატესი ხელშეწყობის რეჟიმი.
2005 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქარველოს მიანიჭა პრეფერენციების ზოგადი სისტემით (GSP+) სარგებლობის უფლება. ეს უფლება 2008 წელს გაგრძელდა. GSP+ ითვალისწინებს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას და ტარიფების ცალმხრივად შემცირებას.
2003-2004 წლებში ევროკომისიამ შეიმუშავა ევროკავშირის ახალი საგარეო პოლიტიკის მიმართულება – ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომლის მიზანი იყო გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის ახალი გამყოფი ხაზების თავიდან აცილება და გამყოფი ხაზების ნაცვლად ყველასთვის კეთილდღეობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
2004 წლის 14 ნოებერს საქართველოს ჩართვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში (ENP) მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.
აი აქედან იწყება:
ევროკავშირსა და საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმა pdf - 330 KB [330 KB] English (en) 2006 წლის 14 ნოემბერს იქნა მიღებული. სამოქმედო გეგმა პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ ამოცანებს განსაზღვრავს. ის ხუთი წლის ვადითაა შემუშავებული. მისი განხორციელება დაეხმარება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დებულებების შესრულებას, განამტკიცებს კავშირებს თანამშრომლობის ახალ სფეროებში და დაეხმარება საქართველოს მიერ დასახული ამოცანის – ევროკავშირის ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურებში ინტეგრირების – შესრულებაში.
2009 წლის გაზაფხულზე ევროკავშირმა წამოაყენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა), რომლის მიზანი იყო საქართველოში, ისევე როგორც აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში, პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა. აღმოსავლეთ პარტნიორობა გულისხმობს უფრო მტკიცე პოლიტიკურ თანამშრომლობას ევროკავშირთან, კერძოდ, მთელი რიგი ახალი ასოცირებული შეთანმხებების ხელმოწერის პერსპექტივას და ევროკავშირის ეკონომიკაში ინტეგრირებას ღრმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანმხმებების საშუალებით.
2010 წელს გაიხსნა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესი:
კეტრინ ეშტონმა, უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა 2010 წლის 15 ივლისს ბათუმში ოფიციალურად გახსნა მოლაპარაკები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
http://eeas.europa.eu/delegations/georgia/...ns/index_ka.htmძველი თემიდან ჩემი პოსტის ციტატა
აქაც შენ მოგმართავ სხვათაშორის
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare