რუსეთში მართლამდიდებლებმა მერილინ მენსონის კონცერტი ჩაშალეს
რუსეთში მუსიკოს მერილინ მენსონის კონცერტი ნოვოსიბირსკელმა მართლმადიდებლებმა „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის" და „მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის" გამო ჩაშალეს. კონცერტზე მერილინ მენსონს იოსიფ კობზონი და ჯგუფი „ნა-ნა" შეცვლის.
მუსიკოსის თაყვანისმცემლებმა მისი დევნის შეწყვეტის და კონცერტის ჩატარების მოთხოვნით შვიდი ათასი ხელმოწერა შეაგროვეს, თუმცა უშედეგოდ.
მომხდართან დაკავშირებით მენსონმა „როლინგ სთოუნსთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, რელიგიური ადამიანებისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია.
„მე ფართო თვალსაწიერის ადამიანი ვარ და რელიგიური ადამიანების მიმართ ძალზე ტოლერანტული. მათთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია,რომის პაპისთვის კვერცხებში არ მირტყამს და მისთვის ქვეშაფსია არ მიწოდებია. ყოველი შემთხვევისთვის, ასე იყო აქამდე...", - განაცხადა მენსონმა.
http://reportiori.ge/?menuid=8&id=31450&lang=1პაპზე ვინ დაარტყმევინებდა კაცო ამას?
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.