სამანიდების სახელმწიფო — ფეოდალური დინასტია და სახელმწიფო შუა აზიაში. დედაქალაქი - ბუხარა.
სამანიდების დინასტია შუა აზიაში არსებობდა 819-999 წლებში. მათი სახელწოდება მოდის სამან-ხუდათისაგან, რომელიც ბალხის (ჩრდ. ავღანეთი) მახლობლად მდებარე სოფელ სამანის მცხოვრები იყო. 806-810 წწ. ანტიარაბული აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობისათვის სამანის მემკვიდრეებმა საგამგებლოდ მიიღეს მავერანაჰრის დიდი ნაწილი. სამანიდების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა მანსურ II-ის (997-999 წწ.) დროს, როდესაც თურქმა ყარახანიდებმა ბუხარა აიღეს.
სამანიდების სახელმწიფო წარმოიშვა არაბთა სახალიფოს დაშლასთან და სამნიდების დინასტიის დაწინაურებასთან დაკავშირებით. X საუკუნის I ნახევარში მოიცავდა მავერანაჰრს, ხორასანს, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ირანს. მისი ვასალი იყო ხვარაზმი, სისტანი, გორგანი, რეშთი, ღაზნი და სხვა პროვინციები.
X საუკუნის დასასრულს ფეოდალურმა დაქსაქსულობამ გამოიწვია სამანიდების სახელმწიფოს დაშლა. შუა აზიაში ჩამოყალიბდა ყარახანიდების სახელმწიფო, ხოლო მდინარე ამუდარიის სამხრეთით ღაზნევიდები გაბატონდნენ.
სამანიდების მემკვიდრეებად ტაჯიკები ითვლებიან, სადაც შაჰი ისმოილ სამანიდი ეროვნული გმირია. ტაჯიკური ვალუტის სახელი "სომონი" სწორედ ამ დინასტიის სახელის მიხედვით ეწოდა.
სამანიდების იმპერია თავის ძლიერების მწვერვალზე:

შაჰ ისმოილი ტაჯიკურ კუპიურაზე:
"I couldn't imagine somebody like Osama bin Laden understanding the joy of Hanukkah."© George Bush
"You know, one of the hardest parts of my job is to connect Iraq to the war on terror."© George Bush
"გონებრივი განვითარებით ზანგები ადამიანებს ბევრად ჩამორჩებიან"© giorgi1104
"...ღვაწლი!..."© დაისი