ჰოდა ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ არჩევნებში ჩემი მონაწილეობა აზრს კარგავს
ფაქტიურად პოლიტრეალობა საარჩევნო ხმის გამოყენების უფლებას მართმევს - ირიბად.
მსგავსი სიტუაცია ალბათ ბევრს ჰქონია და ალბათ იმაზე ადრეც, ვიდრე მე დამემართა. თუმცა მგონი დღევანდელი სიტუაცია მაინც თავისებურია. თავისებურია პირველ რიგში იმის გამო რომ ორმა მნიშვნელოვანი ძალის მქონე პარტიამ თავი გაიიმასქნა, წვრილი ოპოპარტიები კი გაერთიანების შემთხვევაშიც ვერ მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების ეფექტურ რაოდენობას.
ჰოდა აშკარაა რომ ნელნელა (ან იქნებ ძალიან სრაფადაც) ძველი პოლიტიკური აზროვნება (მთელი თავისი ნაციონალურ-ეკონომიკური წიაღსვლებით და "დოქტრინებით") ძალას კარგავს. ყოველ შემთხვევაში, ამის დასაწყისი შესამჩნევია. როდის იქცევა ეს საწყისი ეტაპი ტენდენციად და როდის შექმნის ის თავის დასაყრდენს პოლიტიკაში, ეს უკვე დროის საკითხია. იმედია ეს ასეც იქნება.
იქამდე კი იმედგაცრუებულებო, შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ რომ ეს პოლიტიკური თამაშგარე მდგომარეობა გადავაგოროთ

ფორუმზე მაინც.