სამწუხაროდ ქართველ ერს ნაკლებად ესმის და არც მთავრობა უხსნის წესიერად, რატომ არის საჭირო ბიომეტრიული პასპორტების ქონა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება.
შესაბამისად, ხალხის დიდი ნაწილიც გაგნებაში არაა, რომ ეს ორივე, ევროპასთან უვიზო მიმოსვლისთვის არის საჭირო.
"ქართველობას გვართმევენ" კატეგორიას დალაგებულად უნდა აუხსნან, რომ ევროკავშირი ვერ გახსნის საზღვარს ქვეყანასთან, რომელშიც არ არის დაცული სექსუალური, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის უფლებები, რადგან იქნება საფრთხე ამ ადამიანების მასიური მიგრაციის და თავშესაფრის მოთხოვნის ევროკავშირის სახელმწიფოებში.
კანონის მიღების შემთხვევაში კი თუ შევა სიტყვაზე, ბელგიაში 50.000 გეი, 50.000 ეთნიკური აზერბაიჯანელი და 50.000 ეთნიკური სომეხი და იტყვიან გვჩაგრავენო, ევროკავშირი ეტყვის, უკაცრავად, თქვენს ქვეყანაში კანონმდებლობით ხართ დაცულებიო და უკან გამოუშვებს.
მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, როდესაც კანადას ათასობით ჩეხეთის მოქალაქე ბოშა შეესია თავშესაფრის მოთხოვნით.
ბოლოს კანადამ მთელს ჩეხეთს დაუწესა სავიზო რეჟიმი. ერთადერთ ქვეყანას შენგენის ზონაში.
უმცირესობის დაცვის აუცილებლობა უნდა აუხსნან იმ გონებადაბნელებულ უტვინო ახალგაზრდა ბიჭებს, რუსთაველზე რომ გამოცვივდნენ წელს 17 მაისს და "ოჯახის სიწმინდე" დაიცვეს.
მეეჭვება, წესიერად თუ აუხსნიან, ისევ გამოვიდნენ დორბლის დენით რუსთაველზე, რადგან საზღვარგარეთ უვიზოდ წასვლა ყველა ჯანმრთელად მოაზროვნე ახალგაზრდას უნდა.
რაც შეედება ბიომეტრიულ პასპორტებს, არ არის სწორი, ვისაც უნდა აიღებს და წავა, ვისაც არა დარჩება. რეალურად ასეა, მაგრამ ამასთანავე, ის უნდა ჰქონდეს მოსახლეობის უმეტესობას, რომ შენგენის საინფორმაციო სისტემაში იყოს მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ბიომეტრიული მონაცემი და რაც შეიძლება სრულყოფილი მონაცემთა ბაზა.
ეს საჭიროა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მთელს ცივილიზებულ მსოფლიოს აქვს უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან დაცული საბუთებით და ჩვენც გვაქვს შანსი, უფრო უპირატეს მდგომარეობაში ვიყოთ, ვიდრე ღრუტუნები, რადგან მსგავს ბენეფიტს ევროპა რუსეთს პერსპექტივაშიც კი არ აძლევს.
საპატრიარქო ორივეს ეწინააღმდეგება: ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც და დაცულ საბუთებსაც.
ახლა თქვენ თავად გაარკვიეთ ვის დავალებას ასრულებენ ანაფორიანები და რატომ ურეცხავენ ხალხს ტვინს "მხეცის ნიშნით" და "გეები წაგვლეკავენ" ძახილით.
უბრალო მოსახლეობაა დაბნელებული, გასაცოდავებული და ყოველგვარ სარგებელს მოკლებული, თორემ თავად მღვდლები ჯიპებზეც სხედან და ევროპაშიც დადიან.
მე მგონი არაა ძნელი მისახვედრი რა დგას ამ ყველაფრის უკან და რატომ ეწინააღმდეგება წვეროსანთა ბანდა მაინცდამაინც ყველაფერს იმას, რაც ევროპასთან ინტეგრირებისთვის არის საჭირო.
ამ ფორუმშიც ბევრს გამოურეცხეს ტვინი.
რამდენი გეტყვით, რომ ევროპა პედოფილიასთან და ჰომოსექსუალობასთან ასოცირდება და რამდენი გავა სიხარულით რუსთაველზე გეების დასარბევად.
This post has been edited by Tsiteli Tskapunebi on 30 Jun 2014, 21:33
მესმის რომ ქოცის ტვინი (უფრო სწორად ის 41 ხვეული რაც აქვთ) საკმარისი არაა ნათქვამის კონტექსტის ანალიზისთვის @AUTOCRAT