ალილუია.
პროკურატურა გიგი უგულავასთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევასაც ითხოვს
09:02 02-07-2014
პროკურატურა გიგი უგულავასთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევასაც ითხოვს პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად 50-ათას ლარიანი გირაოს შეფარდების გარდა, მისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევასაც ითხოვს, - ამის შესახებ გადაცემა "პოლიტიკის დროში" საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძემ განაცხადა. შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა.
გიგი უგულავას ახალი ბრალი "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარედგინა. გამოძიების ინფორმაციით, თბილისის მერმა ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე, შპს "სი-თი პარკისთვის" დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით.
სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...c-ithkhovs.html