პირველი კლასის ფასია ეგ
მგონი სულ 2 სკამია ანუ სამ სკამიანებზე არ ზიხარ
დანარჩენი რა განსხვავებაა არ ვიცი
ფასი არ გაძვირებულა, ფასდაკლება გააუქმეს, მაგრამ საქმე რაშია , რაში ვიხდით ამ ფასს? 5 საათიან, შედარებით კომფორტულ, და შედარებით უსაფრთხო მგზავრობაში, სადაც :
1. მოხსნეს ვაგონის შესასვლელბთან რკინის თაროები და შარშან გასავლელში ეწყო ლამის ჩანთები, იმიტომ რომ მაღლა დაკავებული იყო და ადგილიც არ ეყოთ
2. აქედან წავედი დილით, და კეთილი მგზავრობა მისურვეს და მატარებელსი ინტერნეტის არსებობა მამცნეს, მაგრამ ინტერენტს თოვლის კაცივით დავსდევდი რომ დამეჭია. მერე გამცილებელმა მითხრა, ეს დამატებითი რეისია და დამატებით რეისებზე ინტერენტი არ არისო
3. თბილისში დავბრუნდი არა დამატებითი რეისით და ერთი ჩემს უკან მსხომა ქალებმა კი ჩატვირთეს მაი ვიდეო თურქული სერიალების საყურებლდად და მერე იმათაც გეჭედათ, თავიდან კი მაგარი გამიხარდა თურქულ სერიალებს ავცდითქო იიიშშშ, მარა მე ისევ ვერ დავიჭირე ინტერენეტი . არადა ისეთი მნიშნველოვანია ჩემთვის ინტერენტი რომ 30 ლარსაც მივცემ ბილეთში თუ მექნება საშუალება ვიჯდე და კარგი სიჩქარის ინტერენტით თუნდაც ის 5 საათი ფორუმზე გავერთო და კინოებს ვუყურო
4. ყავა მომინდა და 2 ვაგონში აპარატები არსად არ მუშაობდა, მხოლოდ პირველ კლასთან იყო მუშა აპარატი იმ პირველ კლასთან
5. ტელევიზორში ხო დებილობა კინოები გადის მუდამ, თან იქვე თუ არ ზიხარ არც გესმის
6. შტებსელებზე მხოლოდ იმათ უმართლებთ ვინც ფანჯარასთან ზის
7. ერთხელ ჩემ გვერდით ასაკოვანი ქალი იჯდა მე შუა სკამზე ავღმოჩნდი, მოშორებით ჩემი ემგობრები ისხდნენ, ხოდა მომინდა მათთან წასვლა,ამ ქალს ჩაეძინა . ხოდა ვიჯექი ასე ველოდებოდი როდის გაიღვიძებდა რომ გაწეულიყო და გავსულიყავი

და საერთოდ სადაა ის 16 ლარიანი პლაწკარტები ? 8 საათში რომ ჩადიოდა ბათუმში? თუ არ მეჩქარებოდა მშვენივრად მეძინა , არც ინტერნეტის მოლოდინი მქონდა, არც ყავის, არც კომფორტის და არ მეშლებოდა ამ ყველაფერზე ნერვები
This post has been edited by sexi-bicola on 4 Jul 2014, 12:44
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █