არავის ეგონოს, რომ ამერიკის წითელი ხაზის გადაკვეთა პატარა ქვეყნის მიერ უშედეგოდ ჩაივლის!http://www.tzona.org/ra-gafrtxileba-misca-...na-ivanishvils/“ვოშინგტონ პოსტის” სარედაქციო გვერდის რედაქტორის მოადგილე ჯექსონ დილი წერს:
“არალიბერალური ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის არჩევნების მოგების შემდეგ აკონტროლებს საქართველოს მთავრობას, არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ობამას ადმინისტრაციის მიერ, არ დაეწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის წინააღმდეგ.
სააკაშვილი ედგა სათავეში ათწლეულის წინ საქართველოს პრო-დემოკრატიულ რევოლუციას და მშვიდობოანად გადააბარა ძალაუფლება, როცა არჩევნებში დამარცხდა. გაფრთხილების მიუხედავად, გასულ ორშაბათს მთავრობამ ღიად პოლიტიკური ბრალდებები წაუყენა სააკაშვილს და მისი პარტიის ოთხ სხვა ლიდერს.
შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ამერიკის წითელი ხაზის გადაკვეთა პატარა ქვეყნის მიერ უშედეგოდ ჩაივლის.პრინციპში, სააკაშვილი ხომ დაპატიმრებული არაა და უკრაინაში პრო-დასავლურ მთავრობას რჩევებს აძლევს. მაგრამ ეს უკვე ზოგადი ტენდენციაა. შეერთებული შტატების მოკავშირეებმა, მათ შორის ისეთმა რეჟიმებმა, როგორიც საქართველოშია, ერთმანეთის მიყოლებით ღიად დაიწყეს ობამას ადმინისტრაციის არად ჩაგდება და, ზოგიერთ შემთხვევაში, მისი წარმომადგენლების მიზანმიმართული დამცირება”
=========================================================
* * *
კარლ ბილდტი - საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით ევროპულ გზას სცდება!http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...zas-scdeba.htmlშვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმაურება.
"საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით ევროპულ გზას სცდება. ეს ქვეყანას აზიანებს", - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ტვიტერზე". თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი, რომლითაც დაცვის მხარე თბილისის საოლქო სასამართლოს 2 აგვისტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მისი პრეზიდენტობის დროს, 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევასა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმეზე.
* * *
თეა წულუკიანი: „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს კატეგორიულად ვაპროტესტებ!http://www.newspress.ge/politika/48722-the...aprotesteb.htmlიუსტიცის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიება პოლიტიკას კი არა, სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება.
აღნიშნული განცხადებით იუსტიციის მინისტრი ეხმაურება „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას სახელწოდებით - „ქართული სირცხვილი“, სადაც საქართველო მოხსენიებულია როგორც დემოკრატიული პრინციპების მოღალატე ქვეყანა, ხოლო მოქმედი ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ „პოლიტიკურ შურისძიებაშია“ დადანაშაულებული.
თეა წულუკიანის წერილს „უოლ სტრიტ ჯორნალში“, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„თქვენს სარედაქციო სტატიაში - „ქართული სირცხვილი” (30.07.2014), საქართველო მოხსენიებულია, როგორც დემოკრატიული პრინციპების მოღალატე ქვეყანა, ხოლო მოქმედი ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ „პოლიტიკურ შურისძიებაშია" დადანაშაულებული.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მე კატეგორიულად ვაპროტესტებ აღნიშნულ მოსაზრებებს. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაზე, რაც დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო სისტემის შექმნით გამოიხატება.
საქართველო, რომელმაც 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დიდ დემოკრატიულ პროგრესს მიაღწია, თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან დიდ ნდობას იმსახურებს და სწრაფად განაგრძობს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა ახლახან დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული „თვალსაჩინო პროგრესი" დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ნატოს, ეუთოს, ევროსაბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების (როგორიცაა „ფრიდომ ჰაუსი") მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ შეფასებებს. ევროკავშირი გამოეხმაურა ამ პოზიტიურ ძვრებს და დააჩქარა საქართველოსთან შორსმიმავალი პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენება კი, მოხდა არა საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ამას სარედაქციო სტატია გულისხმობდა, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, რომელიც 2013 წელს იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოში გატარებული ფართო რეფორმების ნაწილი. მიხეილ სააკაშვილისა და ზოგიერთი მისი ყოფილი კოლეგის წინააღმდეგ აღძრული საქმეები შორს არის ტრივიალურობისგან და ისინი სრულად უნდა იქნას გამოძიებული.
პროკურატურამ ყოფილი მმართველი პარტიის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის თაობაზე, თითქმის 20 ათასი მოქალაქის საჩივარი მიიღო. ხელისუფლებას გააჩნია კანონიერი ვალდებულება, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. სააკაშვილს ბრალი ედება ძალადობრივი გზით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, როგორც ამას „ჰუმან რაითს ვოჩ"-ი (Human Rights Watch) ადასტურებს. 2007 წელს მომხდარმა ამ სამარცხვინო ქმედებებმა საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა მოთხოვნები დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის თაობაზე.
საქართველოს წარსულში მართლაც ბევრი სამარცხვინო გვერდია, მაგრამ 2007 წლის მოვლენები გადამწყვეტი მომენტია. დაზარალებულებს უფლება აქვთ მიიღონ პასუხი თავიანთ საჩივრებზე. ბატონი სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მიჰყვეს ფაქტებს, იმოქმედოს გამჭვირვალედ და დაიცვას კანონი. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის სამართლიანობა“ - ნათქვამია წულუკიანის წერილში.
This post has been edited by Taraskoneli on 6 Aug 2014, 18:55