ნება მომეცით მეც გამოვეთხოვო ბატონი ედვარდის ცხედარს.
და შემოგთავაზოთ ერთგვარი კატეხიზმო:
უპირველესად ყოვლისა, ისმის შეკითხვა: იყო თუ არა შევარნაზე მსოფლიო პოლიტიკის შემოქმედი?
პასუხი: ეწ პერესტროიკა წამოიწყო გორბაჩოვმა. შევარნაზე იყო მხოლოდ შემსრულებელი. შეილება კარგი. და მაგარი მომხიბვლელი ღიმილი ქონდა.
კითხვა: მონაწილეობდა თუ არა 1991-92 წლების პუჩტში?
პასუხი: კტო ეგო ზნაეტ. პროფ. იოსელიანი ამტკიცებს, რომ მან და სიგუამ მოიწვიეს ის. პუჩტის სემდგომ.
კითხვა: ატარებდა თუ არა ის 1992-93 წლებში რუსეთის ინტერესებს აფხაზეთის ომისას და ბრალი მიუძღვის თუ არა აფხაზეთის დაკარგვაში?
პასუხი: ტოჟე ხრენ ეგო ზნაეტ. სკორეე ვსეგო - ნეტ. ის არ იყო რუსეთის სტავლენნიკი და იყო ან შემდგომში გახდა დამოუკიდებელი მოთამაშე. მაგრამ რუსებმა, მიუხედევად მისი დიდი პოლიტიკოსობისა, რამდენჯერმე ცინიკურად იხმარეს და დაახიეს თავზე ყველა ხელშეკრულება, რაც დასრულდა აფხაზეთის დაკარგვით. მხოლოდ ამის შემდეგ მიბრუნდა ის დასავლეთისკენ.
კითხვა: დევნიდა და სიკვდილამდე მიიყვანა თუ არა პრეზიდენტი ხამსახურდია?
პასუხი: დიახ. და ბალტინის ჯარებიც დაიხმარა როცა დასჭირდა.
კითხვა: ალაგმა თუ არა მხედრიონი და დაამყარა თუ არა ერთგვარი ლიბერალური ეკონომიკური რეჟიმი 1995-97 წლებში?
პასუხი: დიაღ. თუმცა, 1998 წლიდან, მასზე მეორე თავდასხმის შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდა და მთელი ეკონომიკა მოექცა რამდენიე კლანის ხელში (კ. თარგამაძე და შევარდნაძის სახლიკაცები)...
კითხვა: იჯმნა თუ არა რუსეთისაგან და უკანმოუხედავად დაადგა დასავლეთის გზას?
პასუხი: დიაღ. გაიყვანა ტრუბა და შექმნა კორიდორი, განაცხადა ნატოში წევრობაზე, ჩაგვიტარა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, შეგვიყვანა ევროსაბჭოში და ასე შემდეგ, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. ცხადი იყო, რომ უკიდურესი კორრუფციის ჭაობში მყოფ ქვეყანას არავითარი რეალური პერსპექტივა არ ჰქონდა ამ მიმართულებით.
კითხვა: ჩაფლა თუ არა ქვეყანა გამოუვალ კორრუფციაში?
პასუხი: ნუ ეხლა ეს ჩვენ გენეტიკურადაც მოგვდგამს, მაგრამ ე.ა. შევარდნაძის როლი ამ საქმეში განუზომელია. მან დადო ერთგვარი ხელშეკრულება ქართველ ხალხთან: მეგობრებო, იყავით ჩემს მიმართ ლოიალური, ამირჩIეთ მე და რაც შეეხება ქვეყანას, რაც გინდა, ის უქენით - გადაჭამეთ, გადაძოვეთ, გაიყავით და გამოიყავით როგორც გინდათ. ისარგებლეთ მისი ყველა სიკეთით.
შესაბამისად, მის დროს საზრდო გაუჩნდა ქვეყნის მოსახლეობის საკმაო ნაწილს.
დიდი წილი - მსხვილ და შევარდნაზის ოჯახთა დაკავშირებულ ბიზნესსებს.
საშუალო წილი - ეწ წითელ ინტილიგენციას და მათთან გათანაბრებულ პირებს
მცირე წილი - მწვრილ ჩინოვნიკებს.
კითხვა: - იყო თუ არა შანსი, ქვეყანა ამოსულიყო ამ ჭაობიდან შევარდნაძის ან მისი რომელიმე პოტენციური მემკვიდრის ხელში?
პასუხი: არა.
კითხვა: - გადადგა თუ არა უსისხლოდ და შეიძლება თუ არა ეს ჩავუთვალოთ დამსახურებად?
პასუხი: რა თქმა უნდა. აბა რა უნდა ექნა.
კითხვა: იმსახურებს თუ არა შევარდნაძე პოჩესტებით დამარხვას?
პასუხი: რა თქმა უნდა. ოღონდ მის საფლავს დასჭირდება მუდმივი კონვოიც. ეს გაითვალისწინა ოჯახმა და კრძალავს კრწანისში.
ნუ ხო, თუთაშხია დაბეჭდა, რაც მართალია, მართალია. მაგან და ჯანსუღმა დაბეჭდეს. ჯანსუღი ალბათ თამადაც იქნება ქელეხში.
მშვიდობით, ბატონო ედუარდ.
ვიდეო:
This post has been edited by Judas Iscariot on 8 Jul 2014, 19:38