ასეთი რაღაცები მხოლოდ ფილმებში ხდება!
ან ამერიკაში.
ან ამერიკულ ფილმებში.
ვისაც სკორსეზეს ობოლი მარგალიტი, მაღალკარატიანი შედევრი Raging Bull ნანახი გაქვთ, წესით ჯეიკ ლამოტა უნდა გაგხსენებოდათ.

ნატანჯი, დამღლელი ცხოვრების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო ბოქსიორი სიბერეში კომედიანტობას იწყებს და კლუბში საკუთარი რუტინაც აქვს.
მუჰამედ ალის პოლიტიკაში უნდოდა წასვლა.
ტაკეში კიტანო კომედიანტი, რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი, მოცეკვავე და მწერალია. და თან თანაბარი ხარისხით.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიანაც მევასებიან ასეთი ტიპები, ყველაფერს რომ მოედებიან ხოლმე, მაგრამ...
მაგრამ:
ამ კონკრეტულ ტიპს აქვს 7 მილიარდი. 7 მილიარდის თავისებურება ისაა, რომ სადაც მიდის, ყველგან ტოვებს კრატერსა და წარუშლელ კვალს. ცვლის სიტუაციას და საკუთარი გემოვნების მიხედვით აყენებს. მოკლედ: საქართველო მისთვის ახლა იგივეა, რაც გიჟი მეცნიერისათვის- ვირთხა, ანდა დაუნის სინდრომიანი ბავშვისათვის - ქვიშის სათამაშო მოედანი.
არ მჯერა, რომ ბოროტი განზრახვით აკეთებს რაიმეს, მეტიც, დარწმუნებული ვარ, თავისი ჭკუით ყველაფერს აკეთებს ქვეყნისათვის და რამე.
თან მე შენ გეტყვი, ბევრ ხალხთან აქვს ურთიერთობა ანდა რომელიმეს ეყოფა ტრაკი, რომ დაელაპარაკოს და აუხსნას, რომ არც ისეთი ყოვლისშემძლეა, როგორც ყველა ეუბნება.
ოჯახი იმიტომ, რომ უყვართ, ალბათ.
მეგობრები და სხვა პოლიტიკოსები - ისედაც გასაგებია.
ერთი დაცვის წევრი მაინც გაგიჟდეს, ნეტავ და უთხრას, ბ-ნო ბიძინა, იქნებ არ ვარგოდეს ყველაფერში ხელის ფათურიო, მაგრამ ჩემი ფეხები.
ეგ არ მოხდება.
ესეც დაპირებული ნაწყვეტი:
All I know is this: Once I was blind and now I can see.
This post has been edited by Walter on 7 Jul 2014, 20:38