ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. შეიქმნა დროებითი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ეროვნული ბანკის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები.
საბოლოო გამარჯვებული ნიმუშის გამოვლენამდე ლარის სიმბოლოს შესარჩევმა დროებითმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შერჩევის პროცესში აქტიურად ჩაერთო დაინტერესებული საზოგადოებაც. ინტერნეტ გამოკითხვას, რომელიც სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა და მნიშვნელოვნად დაეხმარა ლარის სიმბოლოს შესარჩევ კომისიას გამარჯვებული ნიმუშის გამოვლენაში.
წყარო:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=2485