#41623089 · 13 Jul 2014, 09:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sandy
| QUOTE | | და როგორ წარმოგიდგენია ენის მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ცოდნა ამ ენის "კოდების" ასევე მეტ-ნაკლებად გაგების გარეშე? |
კარგი რა. სრულყოფილად უცხო ენა ქართველების ჰა ჰა ათმა პროცენტმა იცოდეს და იქიდან ალბათ 90% ინგლისური, გერმანული ან სხვა ენა იქნება ანუ არარუსული. კოდების დონეზე ვიძახი. და გარდა ამისა ეს კოდები შეიძლება გაგებული გქონდეს მარა არ ეთანხმებოდე. May21
| QUOTE | | 40-ს ქვემოთ ერთმანეთთAნ ინგლისურად საუბრობენ... |
სად აზერებთან და სომხებთან? ორმოცს ქვემოთ მქონია ურთიერთOბა აზერბაიჯანელ აზერებთან და სომეხ სომხებთან მაგრამ პრობლემაა. მერკუციო
| QUOTE | | ხო, სომხები რადგან რუსულად ლაპარაკობენ, ესე იგი ახალი თაობის 100%-მა სავალდებულო წესით უნდა ისწავლოს რუსული. |
მეშვიდასედ დაწერეს ამ თემაში რო რუსული სავალდებულო არ არის. რატომ გვატყუებთ?
| QUOTE | ხოდა მასე ომი თურქეთთანაც შეიძლება მოგვიწიოს, სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. ვერ შეირგებენ ჩვენს ტერიტორიებს თუ რა? |
და რა პრობლემაა ეგეც ვისწავლოთ. ვინმე იძახის რო ეგენი არ ვისწავლოთო? Kaifistka
| QUOTE | მტრის ენის პრინციპით პირიქით დამღპველია ეს ენა. ეგ არაა ნამდბილად არგუმენტი. შენ შენი აზრი გაქვს გავიგო რას წერენო მაგრამ ზოგი ადამიანი ადვილად ექცევა პროპაგანდის გავლენის ქვეშ და ეს ზოგი ადამიანი უმრავლესობაა საქართველოში და ჯობია არ იცოდნენ ეს ენა. რუსული პროპაგნდის მსხვერპლნი ხდებიან. შენ შენი გადამოსახედიდან ნუ უყურებ მხოლოდ. |
აი შენ იცი რუსული ენა მარა მსხვერპლი ხარ პროპაგანდის? იტყვი არაო. ხოდა გამოდის რომ რუსულის ცოდნამ შენზე გავლენა არ მოახდინა. ხო ასეა? ანუ გამდოის რომ მარტო რუსულის ცოდნა რუსულ პროპაგანდის მსხვერპლობას არ ნიშნავს და ეგ უფრო განათლების დონის, აღზრდის ან სხვა პონტი იყო ხო? ხოდა აქედან გამომდინარე მოდი ეს მსხვერპლობა მოვშალოთ და არა რუსული ენის ცოდნა თორე რა რუსები რუსულ პროპაგანდას ქართულად ვერ თარგმიან გაუჭირდებათ თU რა?
| QUOTE | | სად ნახულობ გაფიცებ ამისთანა პოლონელებს ძალიან ბევრს ვიცნობ და რუსულის გარტყმაში არ არიან და სხვათაშორის პოლონელი ხალხი იყო რომლებიც არ უშვებდნენ რუსებს კაფეებში და სხვა დაწესებულებებში ამ ბოლო დროს და ვენაცვალე მაგათ. ეგ არის ერი რომელსაც თავმოყვარეობა აქვს და არა ისეთი ერი როგორიც ქართველები ვართ რომ დააფურთხებს რუსი და ალოკავს, გინდაც გეწყინოს ეს. |
ნუ მე ვისაც ვიცნობ ნაწილმა იმაზე მეტმა იცოდა კარგად რუსული ვიდრე ქართველებმა. ხოლო რაც შეეხება რუსის დაფურთხებულის ალოკვას, შენ თუ ალოკავ არ ვიცი მარა მე არ ამილოკავს. და სხვაზე ნუ ილაპარაკებ.
| QUOTE | | და ერთი ოფიცერი ძალიან გთხოვ ნუ მოგყავს მთელს ერთად მაგალითად. გაახილე თვალები და კარგად დაინახავ რამდენი ადამიანი რუსეთთან კეთილგანწყობილი. დიდი სიამოვნებით იქნებოდნენ რუსეთი ნაწილი რომ შეეძლოთ. |
ეჰ ანუ არ გცოდნია მანერჰეიმი ვინ იყო. არ იყო ეგ "ერთი ოფიცერი" ეგ იყო წარმოშობით შვედი, რუსეთის არმიის გენერალი, რომელმაც ფინეთის დამოუკიდებლობა შეინარჩუნა პირველი მსოფლიო ომიდან მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე. და ფინეთისთვის მაგან იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე სხვამ. ხო კიდე აგერ რათ გვინდა მანერჰეიმი, კვინიტაძემ ქართული არ იცოდა რო ჩამოვიდა და სამი თვე ერედვში იყო (ზუსტად არ მახსოვს სოფელი შეიძლება ქურთაშიც) რო ქართული ესწავლა. იგივე მიხეილ ჯავახიშვილმა არ იცოდა ქართული და მაზნიაშვილი წარმოშობით ვაბშემც რუსი იყო. რაღაც მეეჭვება ეხლანდელი ინგლისურის ან გერმანულის მცოდნეები უფრო კარგის მომტანები იყვნენ საქართველოსთვის ვიდრე ზემოთჩამოთვლილი პიროვნებები.
| QUOTE | | და შვილებს რაც შეეხება მე მინდა ჩემმა შთამომავლობამ იცოცხლოს და მე არ გადავშენდე დამიწერია ფორუმზე და დავწერ, ორი ბაბუა დამიხვრიტეს და ერთი გადაასახლეს ციმბრიში და პლიუს ყველაფერი წაართვეს რაც კი გააჩნდათ და ეს იმიტომ მოხდა რომ ორივეჯერ ქართველმა მეზობელმა დააბრალა/დაასმინა ეგენი კომუნისტები არ არიანო. |
ეხლა როგორც ვიცი გერმანიაში ცხოვრობ(მგონი არ ვცდები) ხოდა წაიკითხე ერთი შენ რო ბაბუები დაგიხვრიტეს ოდაათიან წლებში გერმანიაში რა ხდებოდა იმ დროს. თუ გინდა შეგახსენებ: კეფის გაზომვა და ზომა თუ არ დაემთხვა არაარიულად მიჩნევა და გაზის კამერაში გაშვება, N რაოდენობის ადამიანზე დაუსვებელი სამედიცინო ექსპერიმენტები და ა.შ. და იქაც ზუსტად ეგრე ხდებოდა, მეზობელი მეზობელს ასმენდა, ნათესავი ნათესავს და ა.შ. ასე რომ ქართველები არც ყველაზე ცუდები ვართ და არც ყველაზე კარგები.
| QUOTE | | დამოუკიდებლობას დიდი ხანი არ უწერია ამ პოლიტიკით და ამ მტრის ენა ვისწავლოთ ტრაკში შეძვრომით, რუსეთი რომ არ გინდა მისი ენაც არ უნდა ისწვალო. იმიტომაა საქართველოში ჩამოდიან აზერბაიჯანლები და სომხები მაგალითად და ეზარებათ შენი ენის სწავლა. შენ პატივს არ ცემ შენს ენას, მაინც რუსულად დაელაპარაკები და მაგრად კიდიათ. აბა რომელი ევროპის ქვეყანაში არიან და რომელ ქვეყანაში გადიან რუსულით ფონს. ეუ-ს წევრს ქვეყანაში შემავალი ქვეყანა დამისახელე ან კიდე ამერიკის ნებისმიერი ქალაქი. ვერ ხვდებით და თვალებზე იმხელა ბინდი გაქვთ გადაფარებული რომ მკვეთრი სინათლეც არ მოდის. |
მაპატიე მარა შნე რუსეთის ტრაკში ძვრები? თუ არა რატო გგონია რო სხვა ძვრება? ეგ სახელმწიფოს პრობლემაა რო ადგილობრივი აზერბაიჯანლები და სომხები ენას ვერ ფლობენ, თორე ბაქოდან რო ცოტა ხნით ჩამოდის იმას რა ქართულის სწავლა უნდა მოსთხოვო? ხოლო რაც შეეხება ეუს და ამერიკის ქვეყნებში რუსულის გასვლას, ჯერ ეს ერთი მინდა გითხრა რო მაგათ გარდაც არსებობს ქვეყნები, და მეორეც ენით ფონს გადიან ან თარჯიმნები(რომლებიც თუ კატო ლომბივით გენიოსები არ არიან ორიდან ოთხ ენამდე ოპერირებენ), უცხო ენის მასწავლებლები (მშობლიური და სასწავლო ენა) და ლინგვისტები. სხვა დანარჩენმა შეუძლია იხმაროს გუგლ თრანსლეითი ან სხვა სისტემა, ან უბრალოდ აიყვანონ თარჯიმანი, იმიტომ რომ ენით კი არ გადიხარ ფონს არამედ პროფესიის ცოდნით.
| QUOTE | | და რაც შეეხება სომხების ენას კარგავენ მათი შვილიშვილები და ა.შ. შენ არ გიანხავს არ იცი და ვერ გაიგებ ის როგორ ლაპარაკობს სომხურად კარგად. ბევრი სომეხი და რუსი მეგბარიც მყავს და შენ რომ გაგიხარდება ისე აქვთ ენა დაკარგული. რუსულს არ კარგავენ და ამ რუსულად გელაპარაკებიან და რუსულ სკოლებში დაყავთ ბავშვები და სომხური კიდე არ იციან ხშირად. აი როცა მთელი ქალაქი აზებაიჯანლებითაა სავსე მაშინ არ კარგავენ ენას და ეს კიდე ქართული სულელური პოლიტიკის ბრალია, მალე გამოყოფასაც მოითხოვენ. |
მე რა ვიცი ამას წინათ შემხვდა მეოთხე თაობის (აი პირველი მსოფლიო ომის დროს რო გაიქცნენ) გერმანიაში მცხოვრები სომეხი გოგო, ხოდა ძალიან კარგად ფლობდა სომხურს. და მაგის ფეისბუქი რო მანახა სულ სომხები არიან.
| QUOTE | | ეგერ ფერეიდანში არ დაუაკრგავთ ქართული, მაგრამ ოჯახში კი არ ლაპარაკობენ ქართულად სწავლობენ ქართულს მერე იმიტომ რომ ესეთი იდენტობა აქვთ რომ ქართველები არიან და უდნათ, თორემ როგრც ქართველები არიან ისე არიან ირანალებიც. |
ეგ ფერეიდანში არ დაუკარგავთ თორე მაშინ ქართველებინ გილანსა და მაზანდარანშიც გადაასახლეს (მგონი ხორასანშიც) და გაგიგია რამე გილანელი ქართველების შესახებ? ეგ ზუსტად იმიტომ რომ ოჯახში ლაპარაკობენ ქართულს და ირანელებში არ ერევიან თორე ისე უბრალოდ კი არ დაუკარგავთ.
| QUOTE | | ესე იცვლევა დრო. აი გავა დრო და მიხვდები რა ჩირად უნდა და ჭირდება შენს შვილს ეგ რუსული და მიხვდები რომ შეცდომა დაუშვი სხვა ენა რომ არ ასწავლე უფრო მეტად გამოიყენებდა ცხოვრებაში. |
კიდევ ერთხელ გეუბნები რო ცხოვრებაშI მარტო ენა არ გამოგადგება. ცხოვრებაში მარტო ენა ადგებათ ზემოდჩამოთვლილ კატეგორიებს. პროფესიონალები კიდე უბრალოდ ქირაობენ თარჯიმნებს იმიტომ რომ მათ ამის ფული აქვთ. და რა იცი ეგება რამდენიმე წლის შემდეგ რუსული იყოს საჭირო უფრო ვიდრე მაგალითად ესპანური?
| QUOTE | აი რა ენებს სწავლობენ ამერიკაში. სხვათაშორის შენითაც შეგეძო ეს მოგეძებნა ვიღაცის ნალაპარაკები არ უდნა იმეორო. ეს არის 10 ტოპ ენა რომლებზეც ამერიკელები საუბრობენ ნუ რა თქმა უნდა ვინც ჩასულია ისიც ახდენს ზეგავლენას |
რა ენებს სწავლობენ კი არა ეგაა მშOბლიური ენების ჩამონათვალი. თორე ინგლისურს ამერიკელები არ მგონია მეორე ენად სწავლობდნენ.
| QUOTE | | ხოდა გითხრა ადამიანმა სამხედრომ და ტურისტულ სფეროში ვინც ტრიალებს იმან უნდა იცოდეს და ისწვალოს თუ უნდაო და არა ყველასო, შენ მაინც იგივეს უმტკიცებ. არა შენ ლოგიკაში და აზრის გამოტანაში 100 დან 100 ქულა "გეკუთვნის" |
რა აზრის გამოტანაზე მელაპარაკები გეუბნებიან არჩევითიაო და თუ აქ დაძალებაზე არის საუბარი აშკარად შენ აძალებ ხალხს რო რუსული არ ისწავლონ. ამდენი ხანი ეგ ვერ გაგიგია და რამე სხვაზეა საუბარი?
| QUOTE | | ჩემზე უკეთ შენ დამიჯერე მაგ ხალხს არ იცნობ. უმეტესობა აზრზე არაა რუსული მათი ენა გავს რუსულს მაგრამ ნახევარზე მეტს ვერ გაიგებ რომ ლაპარაკობენ სლავრუი ენებიდან მოდის ეგ ენები და არა რუსულიდან კიდე. სლავური ენა არსებობდა ჯერ და მერე წარმოიშვა ეგ ყველა ენები. რაც შეეხება ეგენი ბოშნაკები კი არ არიან ბოსნიელები ან ბოსნია ჰერცოგოვინელები. იმიტომ დახოეს ერთმანეთი რომ ერთმანეთის ტერიტორია უნდათ და ამას რელიგიური მიზეზიც აქვს. და მათი ენები მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან მაგალითად ბოსნია ჰერცოგოვინელს პრობლემა აქვს სლოვენიაში სხვადასხვა სიტყვებს იყნებენ და არადა ერთი ენაა ფაქტიურად ვითომ და არაა ეგრე მაინც. და მერე კიდე ერთმანეთის ძმებად და დებად არ მიიჩნევენ თავს და რელიგიების გამოც სხვადასხვა იდენტობა აქვთ ჩამოყალიბებული. |
მე იმას გეუბნები რო საერთო სერბოხორვატულ ენას არ შეუშლია მაგათთვის ხელი ერთმანეთი ეხოცათ. ასე რომ მთლად ენაც არაფერ შუაში ყოფილა ხო? სიტყვების განსხვავება კი აქაც გვაქვს, კახელი რო გურიაში ჩავა ეჭვი მაქვს იგივე შეგრძნება ექნება.
რამდენიმე რჩევა დასასრულისთვის: 1) ენის ცოდნა არაა პრობლემა, პრობლემაა გაუნათლებლობა რომლის გამოც ხალხი პროპაგანდაში ექცევა 2) ტუ გინდა განმანათლებელი იყო ან მინიმუმ შენ სიტყვას ფასი ჰქონდეს ხალხს უნდა ხალხი უნდა გიყვარდეს და არა "დაბრმავებული" "ბნელი" "რუსეთის ტრაკის მლოკველი" და ა.შ. ეძახო. 3) არასდროს მოახდინო გენერალიზაცია საკIთხზე
--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.
შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098
Why carry a gun? Because 1911 > 911.
t90a.sarahah.com
|