მოკლედ, დასკვნის სახით დავწერ:
საქართველოში დღეს არის ასეთი სიტუაცია:
როგორც ნაცები წავიდნენ და ქოცები მოვიდნენ და რა ტრაკშიც (

) ვიყავით მაშინ, იმავე ტრაკში დავრჩით ისევ, იგივე იქნება მაშინაც ეს ე.წ. ბნელები ე.წ. ლიბერასტებმა რომ ჩაანაცვლონ (უმრავლესობა საზოგადოებაში ანუ)... რა უკიდურესობების საგიჟეთია ახლა, ის უკიდურესობების საგიჟეთი იქნება მერეც... აბსოლუტურად არაფერი შეიცვლება... იმიტომ რომ გიჟი და უკიდურესობების ხალხი ვართ... ჩვენ არც ბალანსი ვიცით და არც ოქროს შუალედი...
ფოლკლორის გაუპატიურებაზე საუბრობს ხალხი, რომლებიც წლებია სწორედ გაუპატიურებულ ფოლკლორს ისმენს მთელი მედიით, კონცერტებზე და ეს არათუ კიდია, დაჟე მოსწონს...
სახალხო დამცველი, მიშისტები და შანტრაბა საუბრობენ ადამიანის, ქალის უფლებების დარღვევაზე... ის შანტრაბა, რომელსაც წლების მანძილზე ქალის უფლებაც ფეხებზე ეკიდა და კაცისაც... ხოლო სახალხო დამცველი, რომელიც აქამდე მუნჯი და თან წერა-კითხვის უცოდინარი გვეგონა, სახუმარო გადაცემის სახუმარო ნახევარწუთიან ვიდეოზე აკეთებს ხუთგვერდიან განცხადებას და ერთმანეთის მიყოლებით მომხდარ ქალთა მკვლელობებზე კრინტი არ დაუძრავს და არც არაფერი გაუკეთებია რეალური საქმე ამ მიმართულებით...
ერთის მხრივ ქალის სხეულის გამოყენებას აპროტესტებენ ლიბერასტები და მეორეც მხრივ, მათ მხარს უბამენ მათგანვე ბნელებად შერაცხული, ქართველობის წართმევით დაზაფრული კონსერვატორი მასა... და ყველაზე მაგარი ისაა, რომ ესენი ორივენი პროსტიტუციის ლეგალიზაციის მომხრეები არიან... ანუ ლიბერალები ქალის ოფიციალურად დამონების და მისი სხეულის ამ დამონების ობიექტად გამოყენებისა და მორალური კონსერვატორები გარყვნილების, მათი კრიტერიუმებით... ნუ, ლიბერასტებს ძირითადად გრანტები აღელვებთ, ხოლო კონსერვატორებს ის, რომ თუ ბორდელები არ იქნება, აბა სად დაიკმაყოფილებენ სექს. მოთხოვნილებებს, ცოლს ხომ არ აკადრებენ რამეს და ძმაკაცის დაიკოს მით უმეტეს...
ამ დროს იქ ვიღაცა იმას აპროტესტებს, ცეკვებზე გადაცემაში დუნდულებში რატომ უძვრებიან ოპერატორები მოცეკვავეებსო... ნუ, ბნელებს მიაჩნიათ რომ ეს გარყვნილებაა, ნათელებს კი - სექსიზმი...

და ეს მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კინემატოგრაფია, შოუ-ბიზნესი, მედია, სამოდელო ბიზნესი და ასე შემდეგ სწორედ სექსზე დგას... მანქანებს, პრეზენტაციებზე და გამოფენებზე, ნახევრად შიშველი მოდელებით რომ აფორმებენ, ეგეც სექსიზმი ყოფილა და რომელიმე მსხვილი კომპანიის ოფისებს ხომ არ მიუვარდებით ქართველი "ლიბერალები", რას ფიქრობთ?... ვაბშე, საუდის არაბეთის მოდელი გადმოვიღოთ და ქალები ჩადრებში გამოვახვიოთ... ან მოდელები მაინც გამოვახვიოთ ჩადრებში, თორემ სხეულის შიშველი ნაწილის გამოჩენა ხომ სექსიზმია...

ახლა როგორ ჩამოყალიბდა აქ დაჯგუფებები: კონსერვატორები, თუ რა ვიცი, რაც ჰქვიათ, წმინდა ფოლკლორის წაბილწვით და ბოზობით აღშფოთდნენ, უფრო ლაითმა ნაციონალისტ-ქალთმოძულეებმა ლიბერასტებს სექსიზმის თემა შეაპარეს...
აქ კი უკვე ფართოდ გაიშალა სპექტრი - მიშისტი ლიბერალები და ფარული მიშისტები, რომლებსაც საკბილო მიეცათ ბერას და ბიძინას ტელევიზიის თავასხმის სახით, ფეისბუქის ასაკში შესული მანდილოსანი, ე,წ, ინტელექტუალი თეორეტიკოსი ლიბერალები (ძირითადად, ნაკლებად ლამაზები), რომელთა ე.წ. ფემინიზმიც კლარა ცეტკინის იდეებს ვერ ცდება და ისეთ აზრებს გამოთქვამენ, ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე ევროპელი გასკდება სიცილით, უბრალოდ, შურიანი ქალები, იმის გამო აღშფოთებულები რომ ეს ლამაზი ტრაკები მათმა ქმრებმაც ნახეს, მთელ ამ დომხალს აყოლილი მართლა ლიბერალები, რომლებმაც ვერც მოწვეს, რამხელა პროვოკაცია გაუჩალიჩეს მათგან აბუჩად აგდებული ბნელების ერთმა, უფრო ეშმაკმა ფრთამ, ნუ, სხვები უნიჭობაზე ღელავენ ვითომ, თითქოს აქამდე უნიჭობა არაფერი ენახოთ ქართული ტელევიზიით და მაინცდამაინც ტრაკებზე გააპათოლოგეს. ზოგიც უბრალოდ მოდას აჰყვა, რაკი გვახარიამ დაწერა, სვეტი თუ არის, იასნია, თვითონაც გვახარიას აზრი უნდა გაიზიაროს. და ასევე ვიწრო ინტერესის ჯგუფები - მიშისტები, ჯიდიესის კონკურენტები, სახლხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, კიდევ ვიღაცის თანამშრომლები, პროსტა, უსაქმურები და ასე შემდეგ. მოკლედ, მთელი ერი აქაა... ხოდა, კიდევ ისეთი მურთაზებიც არიან, რომლებსაც ეს ტიტველი ტრაკები წმინდა მურთაზულ პონტში მოეწონათ, მაგრამ გეფიცებით, ყველაზე ნორმალური ტიპები ახლა აქ ესენი თუ არ იყვნენ... არ თამაშობენ მაინც...
მერე შემოვარდებიან მავანნი და ამდენი ხალხი რომ ასე ფიქრობს, ვინ გდიხარ, რომ შენ სხვანაირად ფიქრობო... და ამას გეუბნება ლიბერალი, რომელიც ვითომ მთელი ცხოვრება სწორედ საზოგადოებაში გაბატონებულ სტერეოტიპებს ერძვის, იმ საზოგადოებას, სადაც ეს უმრავლესობა ჰომოსექსუალების ჩამოხრჩობას ითხოვს და თვითონ ვითომ განსხვავებულია ამ მასისგან... აი, ამ ლიბერალს მოაქვს სწორედ ეს არგუმენტი, ამდენი ხალხი რომ გელაპარაკება, რატომ არ იჯერებ, რომ არასწორად ფიქრობ და ცუდი ხარო...
მეტი არაა ჩვენი მტერი, თქვენ ან ფოლკლორი გაღელვებდეთ, ან ქართველობა და ან ქალები... გეებიც მხოლოდ მაშინ, როცა ფულს გადაგიხდიან ან პროსტა, პრადვინუტებად გინდათ გამოჩნდეთ... თან ეს ლიბერალები შიგნით ერთმანეთს რომ ექიშპებიან და ემეტოქევებიან, ესეც მაგარი საინტერესო ფენომენია... დაჟე, ქართველ ჰომოებში არსებობს უკვე დაჯგუფებები, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან და ხელს უშლიან დამკვიდრებაში თუ უფლებების დაცვაში, ბნელების სასარგებლოდ...
ხოდა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ არც მიშა იყო ჩვენი პრობლემა და მით უმეტეს, არც ილია მეორეა... პრობლემა თავად თქვენ ხართ - მთელი საზოგადოება და ცალკეული ინდივიდები... ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა...
მე პირადად, ბუნებრივია, ისევე ვიბრძოლებ (თუ რაც ჰქვია

) და ისევე გავაგრძელებ აზრის გამოთქმას და საქმის კეთებას, როგორც მიმაჩნია საჭიროდ... გამოვა, კარგია, არადა... სე ლა ვი... ბოლო ბოლო მთაში მაინც წავალ და იქ დავსახლდები ვინმე ლამაზ გოგოსთან ერთად...

და ბოლოს, აჰა, სასტავ, კიდევ ერთი საკბილო - "დეილი მეილის" არ გინდათ უჩივლოთ სექსიზმისა და სხეულით მანიპულირებისათვის?... ზუზუებზე გადაუღეს ქალს ამ სექსისტებმა...
სელენა გომესი პაპარაცებმა ლიფის გარეშე გადაიღეს, მისი მკერდის ფორმამ საზოგადოება გადარია
ვაბშე ტა, ეგ გაზეთი მთლიანად დასახურია, საშინელი სექსისტები არიან და პლუს, "ფლეიბოიც" მიაყოლეთ...

This post has been edited by მელკერი on 12 Jul 2014, 19:42