ზურაბ ტყემალაძე - იმის თქმა, რომ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება ტარიფის ზრდას გამოიწვევს, ნამდვილად არ შეიძლება
14:34 15-07-2014
ზურაბ ტყემალაძე - იმის თქმა, რომ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება ტარიფის ზრდას გამოიწვევს, ნამდვილად არ შეიძლება სემეკ-ის მიერ პრეზენტირებული, ელექტროენერგიის ტარიფის გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია იმის თქმის საფუძველს არ იძლევა , რომ ტარიფი აუცილებლად გაიზრდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, მთელი რიგი მეთოდოლოგიები იმდაგვარად უნდა დაიხვეწოს, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია და გაანგარიშების მეთოდოლოგია იმ საერთაშორისო სტანდარტებს დაეფუძნოს, რაც მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებშია. ამასთან, ტყემალაძის თქმით, არის დამცავი მექანიზმები, რომ რაიმე სოციალურად დაუცველ ფენებს არ დაემუქროს.
გარდა ამისა, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ტყემალაძემ განმარტა, ინვესტიაცია ტარიფში უნდა აისახოს, მაგრამ იმავდროულად, უნდა განხორციელდეს ტარიფის იმ კომპონენტების შემცირება, რისი დაძლევისთვისაც ინვესტიცია ხორციელდება. ამ კონტექსტში მაგალისთვის ტყემალაძემ დანაკარგების კომპონენტი დაასახელა.
"ცალსახად იმის თქმა, რომ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება ტარიფის ზრდას გამოიწვევს, ნამდვილად არ შეიძლება. ინვესტიცია ხორციელდება იმისთვის, რომ რაღაც გაუმჯობესდეს – გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს ტექნოლიგია, შემცირდეს ზედმეტი ხარჯები და დანაკარგები. ამ ყველაფერმა ერთმანეთი უნდა დააბალანსოს. შემოდის გაანგარიშების ახალი მეთოდი. ამ მეთოდის საფუძველზე გამორიცხული არაფერია, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ამას ტარიფების გაზრდა კი არა, შემცირებაც შეიძლება მოჰყვეს. მინდა გითხრათ, რომ სახიფათო არაფერია. ასოცირების ხელშეკრულება არ მოითხოვს, რომ რაღაც უსაშველო მოხდეს. გათვალისწინებულია ისიც, რომ გარკვეულწლიად მოხდეს სოციალურად დაუცველი ფენის სუბსიდირება, რათა ტარიფებმა მათზე უარყოფითად არ იმოქმედოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ტყემალაძემ
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sheidzleba.htmlდავით მირცხულავა - გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი
14:32 15-07-2014
დავით მირცხულავა - გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგია ქსელების საიმედოობას გაზრდის, – ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ დღეს ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება იმას, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, მირცხულავა აცხადებს, რომ მეთოდოლოგია იძლევა საშუალებას, ერთჯერადად არ მოხდეს ტარიფის სწრაფი გაზრდა.
"პირველ რიგში, მე მგონი, მოსახლეობას აინტერესებს რამდენად გონივრულად იხარჯება ის თანხები რასაც ისინი ელექტროენერგიის საფასურში იხდიან. ეს მეთოდოლგია გამოიწვევს იმას, რომ აუცილებლად გაიზრდება ქსელების საიმედოობა. თვითონ კომპანიებს ეძლევათ საშუალება გრძელვადიან ჭრილში დაგეგმონ საქმიანობა. მარეგულირებელს ძალიან დიდი საქმე ემატება, მან საინვესტიციო კომპონონეტი მუდმივად უნდა ამოწმოს და ფაქტიურად მუდმივ კონტროლში ეყოლება ეს გამანაწილებიელი კომპანიები. უკეთესი მომსახურება, საიმედო მომსახურება არის სტიმული გამანაწილებელი კომპანიისთვის, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მისი ხარჯები უფრო ეფექტური ხდება, უფრო მცირდება და მეტ მოგებას ნახულობს. გაიზრდება თუ არა ტარიფი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. გრძელვადიან ჭრილში მაგალითად, კომპანია იღებს დიდ სესხს, რათა განახორციელოს თავისი საინვესტიციო ვალდებულებები, გრძელვადიანი გეგმები, ეს იმ მომენტში არ აწვება მომხმარებელს, ეს არის გაწელილი. აქედან გამომდინარე, ტარიფი არ განიცდის ისეთ მყისიერ ცვლილებას, როგორც ეს მოხდა თავის დროზე და ამერიკელების შემოსვლისას "თელასის" ტარიფი უცებ გაიზარდა - ასეთი რამ არ მოხდება. ელემენატრულია, როდესაც ინვესტიციები იდება, ეს ასახვას ტარიფში პოვებს, ტარიფი იზრდება, მაგრამ ეს მეთოდოლოგია იძლევა იმის საშუალებას რომ ეს იყოს გაჭიმული და ერთჯერადად არ მოხდეს ტარიფის სწრაფი გაზრდა", - განაცხადა მირცხულავამ.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ers-vityvi.html"ენერგო პრო"- თუ სახელმწიფოს უნდა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდეს, ტარიფები უნდა გაიზარდოს
14:58 15-07-2014
"ენერგო პრო"- თუ სახელმწიფოს უნდა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდეს, ტარიფები უნდა გაიზარდოს თუ სახელმწიფოს და კომისიას უნდათ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდეს, ტარიფები აუცილებლად უნდა გაიზარდოს , - ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა ელექტროენერგიის ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიკოლოვის თქმით, ახალი მეთოდოლოგია გამჭვირვალე და მისაღებია.
"ჩვენი კომპანია უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს ამ მეთოდოლოგიაზე. ყველა მონაცემი, რაც სჭირდებოდა კომისიას ტარიფების განსაზღვრისთვის, ჩვენ უკვე მივაწოდეთ. ეს ძალიან გამჭირვალე მეთოდოლოგიაა, რომელიც ასახავს ქვეყანაში არსებულ ტენდენციას. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას ახალ ტარიფებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი ტარიფები ასახავს კომპანიის მოთხოვნილებებს. ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ ამას. თუ საჭიროა ინვესტიციები, მაშინ, რა თქმა უნდა, ტარიფი უნდა გაიზარდოს. ეს გამომდინარეობს ქსელის მდგომარეობიდან. ასე, რომ თუ სახელმწიფოს და კომისიას უნდა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდეს, ტარიფები აუცილებლად უნდა გაიზარდოს", - განაცხადა ნიკოლოვმა.
ამასთან კითხვაზე, როგორი იქნება "ენერგო პრო ჯორჯიას" ინვესტიციების პაკეტი 2015 წელს, ნიკოლოვის თქმით, კომპანიამ შეიმუშავა ინვესტიციების სამწლიანი გეგმა, და კომპანია წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.
"ჩვენ შევიმუშავეთ ინვესტიციების სამწლიანი გეგმა, რომელშიც წარმოდგენილია რამდენიმე ვარიანტი. ჩვენ გადავეცით ის კომისიას და ეს საკითხი ჯერ განხილვის სტადიაზეა", - განაცხადა ნიკოლოვმა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-gaizardos.html