axalirevoluciaანდე სიმონა მასხარა (დიდი მიშისტ–ისტორიკოსი როა) რას ამბობს:
– საქართველოში ყველაფერ უარყოფითზე, რაც კი შეიძლება მოხდეს, ჯვარი გვწერია და სისხლის დაღვრაზეც, ყველაფერზე პასუხისმგებელი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმია. ყველაფერში დამნაშავე რუსეთის ხელისუფლება და მის სამსახურში მდგარი „რუსული პარტიის“ წარმომადგენლები ოქრუაშვილი, გოგელია, გაჩეჩილაძე, ბურჯანაძე, კიწმარიშვილი, ნოღადელი და ძმანი მათნი იქნებიან.
http://presa.ge/new/index0.php?m=politics&AID=5357ესა კიდე თქვენი საიტი რო იყო, პრესაჯვი: ხედავ რას ამბობს?
http://www.presa.ge/new/index0.php?m=politics&AID=7802რუსეთში მცხოვრები, კრიმინალური წარსულის მქონე ქართველი ბიზნესმენი, ალექსანდრე ებრალიძე, თავისი პრორუსული მიზნების განხორციელებისთვის, ფსონს, ამჯერად, გაურკვევლობაში დარჩენილ ეროსი კიწმარიშვილზე დებს. „პრესა.ჯი“–ს ინფორმაციით, ალექსანდრე ებრალიძემ „ქართული პარტიის“ მარტოშთენილ ლიდერს მორიგი „პატრიოტული“ დავალება მისცა.
დავალება შემდეგში მდგომარეობს. 1. ეროსი კიწმარიშვილმა ოფიციალურად უნდა დატოვოს „ქართული პარტია“ (თუმცა სადღაა პარტია). 2. ბატონმა ერასტიმ, ალექსანდრე ებრალიძის „ფან კლუბი“ უნდა დააფუძნოს. 3. ებრალიძის პროკრემლისტური მიზნებით აღფრთოვანებულმა ამ "ფან კლუბმა" აქტიურად უნდა დაიწყოს პრორუსული იდეების პროპაგანდა (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების აუცილებლობა, უარი ნატოს...).
ეროსი კიწმარიშვილის, ვითომდა კარგი პიარმენეჯერის დავალებაა, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაწევრიანდეს ებრალიძის „საფანოში“. „ბუხრიდან ჩამოვარდნილ მაჯლაჯუნას“, როგორც ის შალვა ნათელაშვილმა მონათლა, მისიის შესასრულებლად 100 000 დოლარი გადაურიცხეს პირად ანგარიშზე, რომელიც ერთ–ერთ ევროპულ ბანკში აქვს გახსნილი.
კიწმარიშვილს მოსაფიქრებლად დრო აქვს, თუმცა არც ისე ბევრი. სავარაუდოდ, ალესანდრე ებრალიძე „ქართული პარტიის“ მარტოდშთენილი ლიდერის პასუხს ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესზე დაელოდება, რომელიც ვენაში უნდა გაიმართოს და რომელზეც ეროსი კიწმარიშვილი VIP სიითაა მიწვეული.
„პრესა.ჯი“–მ ინფორმაციის გადამოწმება თავად ეროსი კიწმარიშვილთან სცადა, თუმცა, მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. „ქართული პარტიის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელის ლია კამლაძის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი დასასვენებლად არის წასული ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კამლაძე ვარაუდობს, რომ კიწმარიშვილი ერთ კვირაში დაბრუნდება საქართველოში. (გააჩნია, რა დრო დასჭირდება „პატრიოტული დავალებების მიღებას“, კიდევ უფრო „პატრიოტი ებრალიძისგან).
რაც შეეხება „ქართული პარტიის“ლიდერის მიერ პატიის დატოვებას, კამლაძე უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილის პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა, თავად კიწმარიშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს.
„ეროვნულ დემოკრატიული პარტის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა კი, გაკვირვებულია იმით, რომ კიწმარიშვილი 100 000 დოლარად გაიყიდა. „ეტყობა ძალიან გაუჭირდა, რომ ამ ფასად იყიდება. ებრალიძეს, რომელმაც დიდი ფული იშოვა რუსეთში, გაურკვეველი ხერხებით და გზით, ყოველთვის უჩნდება სურვილი, რომ შემდეგ ამ ფულის რეალიზება მოახერხოს პოლიტიკაში.
ბუნებრივია, რუსეთის ხელისუფლებას რომ ასიამოვნოს, ის ყოველთვის შეეცდება მათთვის საძულველი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშაოს. თუმცა, რას მიაღწევს... ეს უკვე ცალკე საკითხია. მას დიდ ფული აქვს, ზის კაზინოში და ყიდულობს „ფიშკებს“. ამ დონეზე ვუყურებ მე ებრალიძეს“, - ამბობს იგი. ქარდავა აცხადებს, რომ მისთვის ეროსი კიწმარიშვილის რუსული კუდები ცნობილია. თუმცა, გრუ რომელ აგენტს საით გადაისვრის, ამის პროგნოზი უჭირს.
შენა კიდე ამ ღრუსულ აგენტურას აქებ და ადიდებ,
რამდენი რუბლი გადმოგირიცხეს?
This post has been edited by 7171 on 15 Jul 2014, 22:40