საქართველოც ასევე უკრაინასთან ერთად.
დაერხა ბიდლოს, ხვალიდან იწყება რაც იწყება.
ამერიკა მოდის, ამერიკა მოდის
საქართველო აშშ-ის მთავარი მოკავშირე ხდება
"ეს არის ნიშანი მოსკოვისთვის, რომ სამხედრო აგრესია ამ სამი ქვეყნის მიმართ ძალიან ძვირად დაუჯდება"
ვახტანგ შამუგია
(18.07.2014)
აშშ-ის კონგრესმა კანონპროექტი მიიღო, რომელიც საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის გარეშე, აშშ-ის მთავარი მოკავშირეების სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
კონგრესმა კანონპროექტი ორი მოსმენით მიიღო. პროექტი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს, გაზარდოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინტერაქცია საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, კოსოვოს, მაკედონიის, მონტენეგროსა და სერბეთის შეიარაღებულ ძალებთან; ასევე გააძლიეროს აშშ-სა და ნატოს დახმარება ამ ქვეყნების უსაფრთხოებისთვის", - ნათქვამია კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტში. ამასთან აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (გთფშვ), ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს, კერძო საერთაშორისო ინვესტიციების კორპორაციას (წზშს), მსოფლიო ბანკის ჯგუფსა და ევროპულ ბანკს, მხარი დაუჭირონ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის დახმარებას ბუნებრივი გაზისა და ნავთობმარაგების ექსპლუატაციის, ასევე ალტერნატიული ენერგოწყაროების განვითარების მიზნით. შეგახსენებთ, რომ ქარტია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჯერ კიდევ 2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში იქნა გაფორმებული. თუმცა პოლიტოლოგ ირაკლი კიკიანის თქმით, კონგრესის მიერ 17 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას გაცილებით უფრო დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და ძალა აქვს, რადგანაც ვაშინგტონი ოფიციალურად, ცალსახად აცხადებს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მისი მთავარი მოკავშირეები არიან, ეს სტატუსი კი, ექსპერტის თქმით, ამ ქვეყნებს უსაფრთხოების სერიოზულ გარანტიებს აძლევს.
"ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისათვის, რომელიც მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების დონის ამაღლებისკენ. ამერიკის შეერთებული შტატები არის ის ქვეყანა, რომელსაც რეალურად ძალუძს წინ აღუდგეს რუსეთს, რომელიც არაფრად აგდებს საერთაშორისო პოლიტიკის პრინციპებს და საკუთარი, უხეში წესებით თამაშობს. ამ კანონპროექტის მიღება კი არის ნიშანი მოსკოვისათვის, რომ სამხედრო აგრესია ამ სამი ქვეყნის მიმართ მას ძალიან ძვირად დაუჯდება", - თქვა პოლიტოლოგმა "რეზონანსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ეს კანონპროექტი საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობასთან ერთად სხვა სფეროებში თანამშრომლობასაც გულისხმობს. რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთო პროგრესსა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის ფარგლებში საქართველოსათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას არ გამორიცხავს სამხედრო მიმომხილველი გიორგი ინაურიც.
"საუბარი შეიძლება შეეხოს თავდაცვით შეიარაღების მოწოდებას, რომელიც ასე ძალიან სჭირდება საქართველოს არმიას ბრძოლისუნარიანობისა და თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. განსაკუთრებით აუცილებელია ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ქონა, რადგანაც ჯერ კიდევ აგვისტოს ომმა ნათლად დაგვანახა, რომ ყველაზე დიდი ზიანი ქართულ არმიას რუსულმა სამხედრო ავიაციამ მიაყენა.
"დღესდღეისობით ბრძოლის ველზე წარმატებას აღწევს ის, ვინც აკონტროლებს საჰაერო სივრცეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო ამ კომპონენტზე ყურადღების გამახვილება, რადგანაც ამ კუთხით ბევრად უკეთესი მდგომარეობა არც დღეს არ არის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო მიმომხილველი, გიორგი ინაური.
მისივე თქმით, აუცილებელია კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, საქართველოს საზღვაო აკვატორიის გაკონტროლებაზე ყურადღების გამახვილება.
"მართალია, საქართველო საზღვაო ქვეყანაა, მაგრამ მისი საზღვაო აკვატორია თითქმის დაუცველია, რამაც აგვისტოს ომის დროს საბედისწერო როლი ითამაშა, რადგანაც დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპირება სწორედ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ხომალდებიდან გადმომსხდარმა დესანტმა მოახდინა.
"საქართველოს არცთუ ისე ძლიერ ეკონომიკას, რა თქმა უნდა, არ ძალუძს სამხედრო ხომალდების შეძენა-შენახვა, თუმცა შესაძლებელია იაფი, მაგრამ ეფექტური, სახმელეთო ბაზირების, მობილური ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შეძენა, რაც საჭიროების შემთხვევაში სავარაუდო მოწინააღმდეგის საბრძოლო გემებს დიდ საფრთხეს შეუქმნის", - თქვა ინაურმა.
აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების დიდი მცდელობის შედეგად საქართველოს არაოფიციალური სამხედრო ემბარგო დაუწესეს. თითქმის ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც 2008 წლამდე თბილისთან ამ კუთხით აქტიურად თანამშრომლობდა, უარი განაცხადა ჩვენი ქვეყნისათვის იარაღის მიწოდებაზე. თუმცა ექსპერტთა თქმით, საქართველოს სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ამ კუთხით არსებული ვითარება თანდათან თბილისის სასარგებლოდ იცვლება.
შესაბამისად ისინი ქართული არმიის შეიარაღებაში ამერიკული წარმოების იარაღის უფრო დიდი მაშტაბებით გამოჩენას არ გამორიცხავენ, განსაკუთრებით 17 ივლისს, კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტის შემდეგ, სადაც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირეებად არიან დასახელებულნი.
This post has been edited by bgmaster on 20 Jul 2014, 22:38
ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა და ბატონი ტრამპი.
საჭიროა ევროპული აზროვნების დამკვიდრება დაჟე სადისტური მეთოდებით @ butkuj