დავაზუსტებ ლინკს:
http://www.netgazeti.ge/GE/105/Life/33991/სტეფანიანი: სომხურ ეკლესიასთან დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე არ მომხდარა
რელიგია,
მიშა მეფარიშვილი
არნოლდ სტეპანიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე ამბობს, რომ ავლაბარში, სუბრ ეჩმიაჯინ ეკლესიასთან მომხდარი დაპირისპირება რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე არ მომხდარა.
დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში აღნიშნული დაპირისპირების მონაწილეებმა პრესკონფერენცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ დაპირისპირება პიროვნული შეურაცხყოფის გამო დაიწყო და მათ ეთნიკური ნიშნით არავინ დაუმცირებიათ.
სომხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის ეპარქიის განცხადებით, 19 ივლისს მათ 50 წევრიანი ჯგუფი დაესხა თავს, რომელმაც ეკლესიის მსახურებსა და მლოცველებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ეკლესიის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგს ეფუძნებოდა, ხოლო დავდამსხმელები ცივ აიარღს ატარებდნენ.
თამაზ ხაჩატუროვი, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ავლაბარში სომხურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მომხდარს ეთნიკურ და რელიგიურ დისკრიმინაციასთან შეხება არ აქვს.
არნოლდ სტეფანიანი
არნოლდ სტეფანიანი
ხაჩატუროვი ამბობს, რომ ეკლესიის წარმომადგენელმა მის მეზობელ ქალს, მეგობრის ცოლს, რომელსაც მანქანა უნდა გამოეყვანა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ეკლესიის თანამშრომელმა გზა ჩაუკეტა და იმის მაგივრად რომ მანქანა გაეყვანა, შეურაცხყოფა მიაყენა.
ხაჩატუროვის თქმით, ამ ინციდენტს შეესწრო სხვა მეზობლები და ასევე ამ ქალის ქმარი. ინციდენტის მეორე მონაწილე გიორგი ელერდაშვილი ამბობს, რომ ეკლესიის თანამშრომლებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ელერდაშვილი ამბობს, რომ მცდარი ინფორმაცია არის ის, რომ თითქოს 50 ადამიანი მივიდა ეკლესიასთან. მისი თქმით, ეკლესიასთან შეიკრიბა 15-მდე ადამიანი, რომლებიც ხმაურის გამო მივიდნენ. ელერდაშვილი და ხაჩატუროვიც მათ შორის იყვნენ.
“ცოტა მეტს რომ გამოევლო მეტი იქნებოდა, რომ არ გამოევლო შეიძლება სამი კაცი ვყოფილიყავით და აქეთ ჩვენ ვეცემეთ.”
ხაჩატუროვის თქმით, ქალი და მისი ქმარი, ელიას უბანში ცხოვრობენ და მისი მეზობლები არიან. ხაჩატუროვი ამბობს, რომ ეკლესიასთან არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები, რომელმაც აღბეჭდა ყველაფერი და იგი მოითხოვს, რომ ეს ჩანაწერები ნახონ:
“მოხდა ჩვეულებრივი შელაპარაკება ამ გატარება-გამოტარებაზე.”
ხაცატუროვი ამბობს, რომ არ გაურბის პასუხიმგებლობას:
“ამას არავინ არ გაურბის, თუ ვინმე არის პასუხისგებაში მისაცემი, დასაჯარიმებელი, არაა პრობლემა, ამაზე არავინ არ საუბრობს.”
"მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი ასევე მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების მაგალითს.
“ერთი მხარე ამბობს, რომ მოხდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ქალბატონის, მერე რა რომ მანქანას ატარებს, იყო იქ რაღაც რეპლიკები. მეორე მხარე ამბობს, რომ მოხდა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია.”
სტეფანიანი ამბობს, რომ თბილისში არმენოფობია არის და არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირების დროს მართლაც ეთქვა რომელიმე ადამიანს არმენოფობიური რეპლიკა, მაგრამ მისი თქმით, ამ დაპირისპირების ბაზისი არ ყოფილა ეთნიკური დაპირისპირება, არამედ იყო პიროვნული დაპირისპირება.
სტეფანიანი აღნიშნავს, რომ ამ ჯგუფში იყვნენ როგორც ქართელები, ისე სომხები და ამიტომ რთულია საუბარი იმაზე, რომ ქართველები თავს დაესხნენ სომხებს.
“კონფლიქტის ერთი მხარე იყო პირი, რომელიც მუშაობს ეპარქიაში, თუმცა სასულიერო პირი არ არის."
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ცემის ფაქტის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო უწყების განცხადებით, მართალია, გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების პროცესში შესაძლებელია მუხლი გადაკვალიფიცირდეს.