#41763827 · 26 Jul 2014, 19:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გავიცანი ასეთი ადამიანი, უფრო სწორედ წლების მანძილზე ვიცნობდი: კარგ, კეთილ, მშრომელ და პატიოსან ადამიანად. მუშაობდა ხან დამლაგებლად ხან რაღაცად. მოკლედ ერთი დღე უცებ გამოცხადდა სულ სხვა ადამიანი, ცხვირი აწეული რაღაც ცუდი რეჩები დაარტყა გაჭირვებულ ხალხზე (არადა ტუალეტებს ხეხავდა თვითონ ) არადა აქამდე რომ სათნოების და თავმდაბლობის განსახიერება იყო (რისთვისაც ძალიან პატივს ვცემდი). მერე გავიგე რა მოხდა: ეს ვიღაცის ოჯახში ალაგებდა, გამიზნულად თავს აცოდებდა ამ ოჯახს. წლები იმუშავა იმაზე რომ ამათ ეშვილებინათ. თან არასოდეს არ უხსენებია ეს ოჯახი მანამდე. მალავდა საგულდაგულოდ. ჰოდა ბოლოს რომ მიაღწია თავისას და ამათმა ყველაფერი დაუტოვეს, ჩამოიხსნა ნიღაბი. ამიტომ მე არ მჯერა ეს ცუდი შვილები და კეთილი მომვლელების მითი, კი არიან დისტანციურები, მაგრამ ჩვენი ქალბატონებიც დიდი სიყვარულით არ უწმენდენ უკანალს იმ მოხუცებს, ყოველთვის აქვთ ვიგოდის იმედი. ბევრი გამიზნულადაც მოქმედებს. ვისაც რაღაც შეხვდა, ღმერთმა შეარგოს, გარკვეულწილად შრომა ჩადეს ამაში ამაგრამ ეს აფერისტული ვაიმე შვილები ცუდები არიან და მე ისე მიყვარდა ეს მოხუცი არის უნამუსო ტყუილი. ბევრი მომვლელი აქეთ აქეზებს შვილების წინააღმდეგ, როგორ თუ არ გივლიან, და ასე შემდეგ. ამ დროს თვითონ რა უფასოდ უვლის??? საქართველოში იმიტომ უვლიან მოხუცებს რომ სხვა გზა არ აქვთ. საზღვარგარეთ თვით მოხუცებს არ უნდათ შვილებთან ცხოვრება, იმიტომ რომ სიწყნარე უნდათ. შვილები ხსირად სხვა და სხვა ქალაქებში მუშაობენ და ძნელია დისტანციაზე ხშირად ირბინო თუნდაც მშობლის სანახავად. საქართველოში ეს სტრუქტურა იმიტომ კი არ ჩამოყალიბდა რომ ჩქვენ ქართველებს ასეთი კეთილი გული გვაქვს, ეს გაჭირვებამ მოიტანა. ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან, უბრალოდ გარემოებებია სხვა! * * * Chupa Chups
QUOTE | ის უფრო ხშირია იქ მაქინაციებით მოპოვებულ ფულს დაუჯერებელ ზღაპრად რომ გადააკეთებენ..
|
 მოიყვანდა ნოტარს, დააწერინებდნენ ტაბლეტების ზემოქმედების ქვეს მყოფ მოხუცს ანდერძს და გაიყოფდნენ მერე. სამწუხაროდ უფრო რეალური სცენარია ვიდრე კონკიას ამბავი.
|