ეკონმიკა კი არა
არასამთავრობოებმა ეს ნახეთ თუ მართალია.
http://commersant.ge/?menuid=88&id=14196&lang=1რაჭაში შაორის ტბის მიმდებარედ ხე–ტყე იჩეხება
16:00 05.8.2014
-
+
commersant.ge
მარიამ მინაძე
რაჭის ყოფილი გუბერნატორის ოთარ სირაძის ინფორმაციით, ხარისთვალაში, შაორის ტბის მიმდებარედ, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიის „ატუს" მეშვეობით ხე-ტყის ჩეხვა მიმდინარეობს და დღე-ღამეში დაახლოებით 10 სატვირთო მანქანა იტვირთება იმ ტერიტორიიდან, სადაც ამ კომპანიას აქვს ხე-ტყის მოპოვებაზე ლიცენზია აქვს მიღებული. ყოფილი გუბერნატორი ამ ფაქტის ამსახველ ფოტომასალასაც ავრცელებს.
„ეს დატვირთული ტრაილერები, დღევანდელი სამწუხარო რეალობა, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები საქართველოს დღევანდელი ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს მისი კუთვნილი შპს "ატუ"-ს მეშვეობით. ამათი დარგული თუ დაპირებული მილიონი ხე არავის გვინახავს, მაგრამ მოჭრილს თვალნათლივ ვხედავთ, დღე-ღამეში დაახლოებით ათი ესეთი ტრაილერი იტვირთება... გილოცავთ ბიძინასთვის აღდგენილ სამართალს რაჭველებო!", - აცხადებს სირაძე.
როგორც სირაძემ „კომერსანტთან" განმარტა, პირველად, ორი თვის წინ საარჩევნო კამპანიის დროს, ნიკორწმინდაში ერთ - ერთი შეხვედრის დროს, ამომრჩეველთა ჯგუფმა უთხრა, რომ ძალიან უმოწყალოდ მიდის შაორის ტბის მიმდებარედ ტყის გაჩეხვა, კონკრეტულად რომელიღაც კომპანიის მიერ, რომლის სახელიც არ იცოდნენ, მაგრამ თქვეს, რომ მათი ინფორმაციით ეს ბიძინა ივანიშვილის კომპანიაა.
„ვიზიტისას გადავაწყდი ტრაილერების ჯგუფს, სამი დატვირთული იყო, პერიმეტრზე კი დაახლოებით სამი ტრაილერი იტვირთებოდა", - აცხადებს სირაძე.
„უშუალოდ ჭრები მიმდინარეობს შაორის მარცხენა სანაპიროს, ზედა მხარეს. შაორის გარშემო, რომ მიდის ადამიანი ის ვერაფერს ხედავს გარშემო, მაგრამ როგორც კი 100-200 მეტრით შეხვალ ტყეში იქ უკვე დაწყებულია ჭრა",- განმარტავს სირაძე.
მისივე თქმით, შპს „ატუ" არის ბიძინა ივანიშვილის კომპანია, რომელსაც იმ ტერიტორიაზე აქვს გრძელვადიანი ლიცენზია ხე-ტყის მოჭრის, თუმცა, ლიცენზია არ ვიცი როდიდან აქვს მიღებული".
„ჩვენ 2007 წელს შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაკეთეთ პროექტი, შაორის ტურისტული ზონის შექმნის შესახებ. ეს უნიკალური ტბა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რაჭაში ტურიზმი განვითარდეს და რაჭის მომავალი დაუკავშირდეს შაორის საკურორტო ზონას და ცხადია ისეთ პირობებში, როდესაც გეგმები არსებობდა ჩვენი მთავრობის პერიოდში, იქ ხეების მოჭრა არის სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი", დასძინა სირაძემ.
მისივე ინფორმაციით, ჭრის პროცესი დაახლოებით შარშან დაიწყო და რაც დრო გადის, მით უფრო მატულობს ამ რაოდენობების გამოტანა.
მისივე თქმით, ისინი ამ საკითხს ბოლომდე მიყვებიან და მიმართავენ გარემოს დაცვის სამინისტროს, თუ რა პირობებით მოხდა ამ ტყეკაფების გამოყოფა და ამ ლიცენზიის მინიჭება, რადგან როდესაც ხდება გრძელვადიანი ვადით ლიცენზიის გამოყოფა ტყე-კაფზე, ამას გარკვეული ვალდებულებები მოყვება - მთელი რიგი პირობები აქვს, ლიცენზიანტის მიმართ, რომ როცა მოჭრის უნდა იყოს სხვა ახალი ხე დარგული და სპეციალური ნორმები არსებობს ამისთვის.
ამასთან მისივე თქმით, შაორის ყველაზე მიმზიდველი ელემენტი ინვესტორისთვის ისაა, რომ ხელუხლებელი ბუნებაა და იძლევა იმის საშუალებას, რომ ევროპული სტანდარტის კურორტი შეიქმნას.
რაც შეეხება „ატუს" ივანიშვილის მიერ ფლობის საკითხთს, სირაძე განმარტაავს, რომ ეს ადგილობრივებისგან მოწოდებული ინფორმაციაა, რასაც გადამოწმება და დადასტურება სჭირდება.
გარემოს დაცვის სამინისტროში განგვიმარტავენ, რომ "ატუს" აქვს სოციალური ჭრის განხორციელების უფლება, 2013 წლის 31 ოქტომბრის, საქართველოს მთავრობის #1529 განკარგულებით - სოციალური ჭრის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
როგორც ირკვევა, ,,ატუს'' რაჭაში სოციალური ჭრის ნებართვა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით მიენიჭა.
ან ბიძინა დაჭიპეთ ან ის სირაძე დეზინფორმაციისთვის.
And when I leave, you will finally understand, why storms are named after people.