#41860579 · 6 Aug 2014, 00:15  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
        
         ზაზა გაბუნია - ალეკო ელისაშვილისგან კრიტიკას ვერ მივიღებ 17:00 05-08-2014 ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილს კრიტიკას მიუღებელს უწოდებს. როგორც ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას თვითმმართველობაში მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება აქვს.  "ელისაშვილი ამბობდა, რომ ჩემს რაიონში ძალიან ბევრი პრობლემაა და იქ გამოცდილი კადრია საჭირო. მინდა ბატონ ალეკოს შევახსენო, რომ ჩემი თვითმმართველობაში მუშაობის პერიოდი ითვლის 6 წელს, აქედან 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით თბილისის თვითმმართველობაზე და ამის შედეგი უახლოეს დღეებში იხილავს დღის სინათლეს, კონკრეტულად ვგულისხმობ პირველ ლექსიკონს თვითმმართველობის ტერმინთა შესახებ და შემდეგი 4 წელი ამ 6 წელიწადში მე ვმუშაობდი თბილისის საკრებულოს დეპუტატად. ეს 6 წელიწადი ჯამში არის დაახლოებით 2 ათას 200 დღე და ამ ფონზე ალეკო ელისაშვილისგან, რომელსაც სულ რაღაც 20-დღიანი გამოცდილება აქვს თბილისის თვითმმართველობაში მუშაობის, ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებ. დარჩეს იგი თავისი კრიტიკის ამარა და ჩვენ ყველა მივდივართ ჩვენ ჩვენ რაიონებში კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.  ალეკო ელისაშვიმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ზაზა გაბუნიას კანდიდატურა და შესაბამისად მას მხარი არ დაუჭირა. 
     
        
  -------------------- 
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ 
        
       |