The Goodამაზე რამდენიმე პასუხი მაქვს მე პირადად
1.კაჟდი სუდიტ ვმერუ სვოეი იპორჩენნოსწი
აი მაგალითად-მიკრო მოდელირება რომ გავაკეთოთ:
ქოც ფორუმელები ხშირად პირდაპირ მეუბნებიან ან მინიშნებებს აკეთებენ იმაზე, რომ ჩვენ აქ პოსტვაში ფულს ვიღებთ,ან რაიმე პირადი დაინტერესება გვაქვს ნაცმოს რომ მხარს ვუჭერთ და ა.შ.
უმრავლესობა იმათგან ვინც ამას მუბნება გულწრფელია- ანუ თავად ვერ წარმოუდგენია პირადი მიზეზების გამო როგორ უნდა იყოს ვინმეს მხარდამჭერი.
ვერ წარმოუდგენია,რომ ჩემთვის კრიტერიუმი მხოლოდ ამ ქვეყნის ინტერესებია-როგორც მე მესმის,,
და ამაზე კი არ მედავებიან,რომ ვთქვათ არასწორად მესმის ქვეყნის ინტერესები

)))
და მიშაზე როგორ წარმოიდგენენ.,რომ მისთვის ის, რისთვისაც იბრძოდა-ქართული სახელმწიფოს შექმნის და ადგილის დამკვიდრებისათვის ევროატლანტიკურ სივრცეში გაცილებით და განუზომლად დიდი მიაზნი, ხიბლი და ა.შ. იყო და არის.. თუნდაც თუ ჩავთვლით,რომ პირადი ინტერესებიც ედო ამას საფუძვლად- ამ პროცესებთან მისი სახელის დაკავშირება მიშასთვის ამ შემთხვევაშიც კი განუზომლად დიდი ბენეფიტია,ვიდრე თუნდაც მილიარდები ტომრებით.
მე ეს მესმის- მეც ნებისმიერ რაოდენობით მილიარდებს ამ პროცესის თანამონაწილეობას ვამჯობინებდი არმცთუ პროცესის სათავეში ყოფნას,
სხვა თემაა როგორ შეძლო ეს და რა შეცდომები დაუშვა-ქ ხომ მიზანზე და მოტივაციაზე ვლაპარაკობთ.
2. ასე უნდათ ასე აწყობთ და მორჩა..-ანუ მშვენივრად იციან და ხვდებიან სინამდვილეში რაც ხდება და რატომაც,მაგრამ ასე აწყობთ და მორჩა..უტიფრად თეთრზე შავიაო ამტკიცებენ.-ვიმეორებ,ასე აწყობთ,ასე სჭირდებათ ან ასეთი დავალება აქვთ(მცირე ნაწილს)
3 . და მთავარი-ეს ეხება უდიდეს ნაწილს მოსახლეობის და ფორუმელების მცირე ნაწილს
წლების განმავლობაში ხდებაოდა ადამიანების ცნობიერებისდა ქვეცნობიერის დამუშავება პროპაგანდით.
თავდაპირველად ცნობიერზე ზემოქმედებით ხდება განწყობის შექმნა..
შემდეგ კი (არ აღვწერ მექანიზმებს როგორ და რა საშუალებებით) ეს განწყობა ხდება ფიქსირებული.-ეს კი არის ხელახალი აქტუალიზაციის მზაობა-სათანადო პირობების განმეორების შემთხვევაში,,
რაც უფრო ხშრად ვიწვევთ ერთსადაიმავე განწყობას, მით უფრო მტკიცე ხდება და მით უფრო ძლიერი აქტუალიზაციის მზაობა უჩნდება : განწყობის სიმტკიცეს განმეორება განსაზღვრავს.აი თუ ადამიანზე რაიმე მოვლენა თუ სიტუაცია, განსაკუთრებით ძლიერ შთაბეჭდილებას სტოვებს ასეთ შემთხვევებში პიროვნებას საოცრად მტკიცე განწყობა უჩნდება, რომელიც აქტუალიზაციის განსაკუთრებით ძლიერი მზაობით ხასიათდება.აი მერე კი საკმარისია, თუნდ მხოლოდ მსგავსმა მოვლენამ თუ სიტუაციამ იმოქმედოს ადამიანზე,რომ მასში მაშინვე ამავე განწყობამ იჩინოს თავი და ქცევაც შესატყვისად წარმართოს.-ამას მიაქციეთ ყურადღება . ანუ ასეთ შემთხვევაში ადამიანი სიტუაციის ადეკვატურ ასახვას ვერ ახერხებს. ნაცვლად შესატყვისი განწყობისა, იგი წინანდელი განწყობის ნიადაგზე აღიქვამს მოცემულ სიტუაციას და, ცხადია, ილუზიის მსხვერპლი ხდება.
ანუ ხშირი განმეორების თუ დიდი პიროვნული წონის გამო რომელიმე გარკვეული განწყობა შეიძლება იმდენად ადვილად აგზნებადი. იმდენად ჩვეული გახდეს, რომ იგი არა შესატყვისი(!) გამღიზიანებლის ზემოქმედების შემთხვევაშიც ადვილად აქტუალდებოდეს და ამით ადეკვატურ განწყობას გამოვლენის შესაძლებლობას ართმევდეს.ესაა ფიქსირებული განწყობა..
ახლა მითხარით-ამას შეიძლება დებატებში თუნდაც ზეჭკვიანური,ზელოგიკური არგუმენტებით ებრძოლო? ფაქტებით მხოლოდ? მექანიზმი ამ ფაქტებია აღქმის თუ არ გაითვალისწინე?
ფიქსირებულ განწყობიან ადამიანებზეა ლაპარაკი ხალხო..ეს განწყობა თუა არ მოიშალა,შეირყა მაინცა, არაფერი გამოვა..
სანამ ეს განწყობაა- არგუმენტები ლოგიკა ძალიან სუსტი ზემოქმედებაა,ძალიან, და დიდი დრო სჭირდება.. სწორედ ამ ფიქსირებული განწყობის გამოა-რომელსაც წლების განმავლობაში ქმნიდნენ,კრიტიკული აზროვნება აღარ აქვთ ადამიანებსო,რომ გვიკვირს.
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare