მაგარი უცნაური ლოგიკა გაქვს, პრინციპში ისეთი როგორიც ნაცებს ახასიათებს.
აბაშიძის გაპრავების სუნი კი არა ეგ ნაცმოს მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოაშკარავების სუნია. აგერია არომატები.
ჩვენ ელემანტარულ რევანშზე ვსაუბრობდით მიშას მხრიდან, რა შუაშია აქ აბაშიძის გაპრავება?
როგორც ზვიადისტებს საქათმეში ქათამი მოუკვდებოდათ და მაგასაც შევარნაძეს აბრალებდნენ ეგრეა თქვენი ამბავი, ყველაფერში რუსეთს და ბიძოს ადანაშაულებთ.
ნაცებს ჩვენ კი არა თავიანთი გაკეთებული "საქმეები" მიაჩმორებს. არა ბიჯო ტელევიზიების მიხურვა და ხალხის ჩახოცვაა ჭეშმარიტი დემოკრატია.
ზღაპარი ეძახე შენ და მაგ ზღაპრებით გაზულუქდა ეგ შენი მიშა და მისი მთავრობა. გადასახადებით მეტი რატო გამოუვიდოდა, ძირითადი ბიზნესის რუსეთში ჰქონდა და აქაური ბიზნესის გადასახადები რომ არ გადაეხადა, როგორ გგონია მიშიკო ასე გატრუნული იქნებოდა?
პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა კონკრეტულ მომენტში კი არ ტეხავს, არამედ აუცილებელიცაა, მაგრამ აი შენს შემთხვევაში ეგ მხარდაჭერა არაა, ეგ ფანატიზმია, რაც მართლა ტეხავს და მე თუ მკითხავ საშიშიც კია. მე ქოცობას თუ ხმა მივეცი არა იმიტომ შენსავით ფანატიკოსი და ყველაფრის გამპრავებელი ვარ, არამედ იმიტომ რომ იმ კონკრეტულ მომენტში ეგრე იყო საჭირო, არ შეიძლებოდა ნაცმოს ხელისუფლებში დატოვება მაგრამ ფანატიკოსი აბა რაის ფანატიკოსია ტუ ლოგიკით იხელმძღვანელა.
ბერიკაშვილის დედაკაცმა რა იკადრა ვერ ვხვდები, მითხარი კონკრეტულად და პასუხს გაგცემ.
და ბოლოს, რა სხვაობაა ბიძოს და ბადრის რუსეთში ოთხმოცდაათიან წლებში ნაშოვნ ფულსა და იმავე ქვეყანაში, იმავე პერიოდში ბენდოს მიერ ნაშოვნ ფულებს შორის?